თუთის განუმეორებელი სასწაული ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველა დაავადების დროს.
თუთა ——morus nigra და თუთა morus albe
რა არეგულირებს შაქარს. რა არის დაბეტის პრფილაქტიკაც და მორჩენის შანსიც
თუთის 24 სახეობიდან , ჩვენში არის, მხოლოდ, თეთრი და ხართუთა. შთამბეჭდავია მისი შემადგენლობა, რომელიც დიდი ბიძგია სიცოცხლის მატებისათვის. მით უფრო გასაოცარია ის, რომ თუთაში ბევრი შაქარია და ის შაქრიანი დიაბეტის ყველაზე ძლიერი მკურნალია. ჩამორჩენილი მიდგომებისას, თუთას დიაბეტის დროს კრძალავენ. ის კი მისი მკურნალია. არა მარტო დიაბეტის, თუთის განსაცვიფრებელი შედეგები ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში , ბევრი რთული დაავადების დროს რეალური და პრაქტიკულად დამტკიცებულია. მის პრეპარატებს დიდი ხანია ვნიშნავ .თუთის სელექციური ჯიშები ვერ ქმნიან იმ სასაწაულებს,რაც ნატურალურ ფორმაში მყარადაა .ჩვენში ბევრი სელექციური ჯიშია. ქუთათური ჯიშიც კი არის. სამეგრელოში თუთას ჯაპო ჰქვია. ველური თუთა არის ჯანმრთელობის სასწაულების სკივრი .ველურად, ტყეებში და მდინარეების მახლობლად, უფრო ხართუთა გვხვდება. ველური თუთა დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ანტიოქსიდანტები აკავებენ, რომ ორგანიზმში არ შემოვიდეს——-მძიმე მეტალები, ტოქსიკური ნივთიერებეი, კიბოს თავისუფალი რადიკალები. კიბოს პროფილაქტიკურ ჩამონათვალში ,თუთას ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. ორივე სახის თუთა ჯანმრთელობის სამსახურშია. მაგრამ, თეთრი თუთა ნამდვილი სასწაულია. მედიცინაში თუთის ყველაფერს ვიყენებთ——–ფოთოლს, ფესვს, ხის ქერქს.
მიოკარდიტის——გულის კუნთის ანთების, გულის შუილების ,გულის თანდაყოლილი დეფექტის, გულის ინფარქტის ,სტენოკარდიის; ინფქციური დაავადებების ან ვირუსების გამო გართულებული მიოკარდიტების;არითმიის;ათეროსკლეროზული—- ქოლესტერინული სისხლძაღვების გაწმენდის დროს ,თუთა ხილად დღეში სამჯერ 4ჯერ ა ნ 5 ჯერ ინიშნება საჭმელად . თუთას, გულის მიოკარდში შეაქვს ის ნივთიერებები, რაც გულის პათოლოგიების დროს ყოველთვის დაქვეითებულია. საშუალო დონის სტენოკადრიული შეტევა თუთის ჭამით მოიხსნება. ბევრი შემთხვევა ყოფილა, უფრო ძლიერიც მოუხსნია. ოდითგან, თეთრი თუთის მურაბა ყველა არისტოკრატული ოჯახის ბინადარია. თუთა წმენდს ძვლის ტვინს და შესაბამისად, აკეთებს უამრავი დაავადების პროფილაქტიკას. ასტიმულირებს ტე ლიმფოციტების წარმოქმნას. თუთის ფესვისგან მედიკამენტები სისხლის სისტემის ელექსირია. ვიყენებთ ასთმის დროს. ასთმური ანტიგენებისგან წმენდს სისხლს. დეპრესიის დროს როცა სპეცკვებას ვადგენ,თუთა წამყვანია. ის აღადგენს ნერვულ უჯრედებს, ხვეწავს ნეიროტრანსმიტერების მუშაობას. შიზოფრენიის, ქცევითი აშლის, ნევროზის დროს ის აუცილებელია. ტვინის ნეირონების და ნერვული უჯრედების მკვებავი და სტიმულატორია .თუთის მედიკამენტები ახორცებენ ჭრილობებს . ჭრილობა ძნელად ხორცდება თუ გარკვეული ამინომჟავები აკლია. მძიმე ავადმყოფს რომ ნაწოლები გაუჩნდება,დაბალი დონის სამედიცინო მომსახურების დროს ასეთები მალე კვდებიან. ნაწოლის გაჩენა არ არის სიცოცხლის დასასრულის ნიშანი, თუ მისი აღდგენის შესაძლებლებებში გარკვეულობაა. კონკრეტული ამინომჟავების ბალანსი ნაწოლს აღადგენს და სიცოცხლესაც ამატებს .თუთაში ბევრი უნივერსალური ამინომჟავაა. ის ისეთი კონსისტენციის ხილია, ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფი, ნებისმიერი დაავადებით დაავადებულისთვის ადვილი ასატანია საკვებად. თუთის მედიკამენტები ეხმარება დაზიანებულ ნეიროტრანსმიტერებს, გამართულად მუშაობის აღდგენაში. თეთრი თუთა არის დახმარება——–შიზოფრენიაზე, ქცევით აშლებზე, ფსიქოზებზე ,ჩიყვზე, სეროტონინის პრობლემებზე, პანკრეასზ ე, ეპილეფსიაზე, პარკისონზე ღვიძლზე, ფილტვზე, თირკმლებზე, დამბლაზე, წნევაზე, ჰორმონულ მოშლაზე და სხვა. ანუ იმ პრობლემებზე, როცა ნეიროტრანსმიტერული სიგნალების გადამცემები მოშლილია და სხვადასხვა ორგანოს მეტაბოლიზმი დარღვეულია. ამ დაავადებების დროს თეთრი თუთის შემცველი მედიკამენტები სასიკეთო წინსვლებს აკეთებენ.
ჩამორჩენილი მედიცინის გამოხატულებაა თუთის აკრძალვა დიაბეტის დროს. დიდი რაოდენობა მაღალი კატეგორიის ევროპული და ამერიკული დიაბეტის მედიკამენტების——თეთრ თუთაზეა დამზადებული. თუთა შეიცავს ერთმანეთში დაბალანსებულ, სიცოცხლისთვის ყველაზე მძლავრი მნიშვნელობის ამინომჟავებს. თუთის ჭამა იკრძალება სხვა ხილთან ან საკვებთან ერთად. თუთა უნდა ჭამო ცარიელ კუჭზე ან კვებათა შორის. რადგან, რთული ამინომჟავების შეწოვას არ უნდა შეექმნას აბსორბციის გართულების პრეცედენტი. მედიცინაში ოდითგან ტექსტია——-რასაც ჭამ იგივე ხარ ანუ უფრო ზუსტად—- რასაც ჭამ, ისეთივეა შენი ჯანმრთელობა.
როგორც ვთქვი, თუთა ქმნის ტე ლიმფოციტებს. მტკიცე ჯანმრთელობის ძაღლის თავი ამ ფენომენში დევს. კიბოს ან მძიმე დაავადების დროს, ადამიანის გადასარჩენად , ექიმების მთავარი მიზანი არის ————-ძვლის ტვინმა აღადგინოს ტე ლიმფოციტების სტაბილური წარმოქმნა. ეს ფაქტორი გულისხმობს ყველა მძიმე დაავადების თავიდან აცილებას და ხანგრძლივ სიცოცხლეს. წნევის, გულის ,ტვინის ღვიძლის, ფილტვის, თირკმლის და სხვა დაავადებების დროს სამკურნალო ნიღაბი და სიცოცხლის დროებითი გათრევაა დამარეგულირებლები და მსგავსი მედიკამენტები. ვინც ადამიანის სიცოცხლის რეალურად გახანგრძლივებაზე მუშაობს, ის ნიშნავს იმ ნივთიერებების შემცვლელ წამლებს, რომლებიც უბიქინონის მარაგს აღადგენენ ორგანოების ბოჭკოებში .ნებისმიერი ორგანოს , ასევე სახსრის ჯანმრთელი ბოჭკო ნიშნავს ჯანმრთელ ადამიანს. ადამიანი არის ბოჭკოების ბადე. ფიბროზი, პოლიპი, ფიბრომა კისტა, მეტასტაზი და ასეთები არის ბოჭკოს გამკვრივება და დაშლა. თუთაში უბიქინონის რიგის ნივთიერებებია, რაც როგორც გულის კუნთის ბოჭკოს საყრდენებია, ასევე სხვა ორგანოების კუნთების ბოჭკოების. ჯანმრთელი ადამიანი ეს არის საღი გარე მატრიქსა, თავისი ნივთიერებების ნორმით ანუ სადაც იქმნება იმუნიტეტის აუცილებელი ინგრედიენტები . მატრიქსაზე და მის ნივთიერებებზე ბევჯერ ვისაუბრე დაწვრილებით. მატრიქსა ყველგანაა. ყველა სისხლძაღვის გარსშია, სახსარშია ,ტვინშია, ორგანოებშის ბოჭკოებშია. საღი მატრიქსა ნიშნავს ნებისმიერი ორგანოს საღ ბოჭკოს , როგორც ფილტვში ისე სახსარში, ისე ტვინში და სხვა ორგანოებში. საღი მატრიქსა ნიშნავს ,არ არის———ფილტვის ან ღვიძლის ფიბროზი, კისტა , მიომა ,პოლიპი,მეტასტაზი, ორგანოების ანთებები და გადაგვარებები, ჩაშლილი სახსარი და სხვა .საღი ორგანო ეს არის მტკიცე ბოჭკო უბიქინონის საყრდენი მარაგით. თეთრი თუთის ნივთიერებები ამყარებენ უბიქინონის კედლებს ყველა ორგანოში.
.თუთის პრეპარატები ხსნიან სტენოკარდიას და აცილებენ ინფარქტს . ადამიანებს რომლებსაც თეთრი თუთის შემადგენელი ნივთიერებები არ აკლიათ ,არასოდეს არ დასჭირდებათ გულის სტენტირება, არ ემუქრებათ—– ინფარქტი, ინსულტი, ანევრიზმა.
რატომ ვერიდებით თეთრ თუთას ალერგიის დროს? ნებისმიერი ალერგია ეს არის ღვიძლის დარღვეული ფუნქციების გამწვავება, შემოსული ანტიგენის ანუ ალერგენის მიერ, რომელიც შეჯაჭვება შიგა ენდოგენურ ალერგენს. ალერგია გარეგნულად მაშინ გამოიხატება როცა ჰისტამინის რიცხვი იზრდება. ჰისტამინი გროვდება მაშინ,როცა შემოჭრილი ანტიგენი ეჯახება იმუნოგლობულინ E—– ს. ალერგიის გამოხატულების დროს ღვიძლში ამინომჟავების ნორმაზე მეტი სიჭარბეა .სიჭარბე კი ნაკლებობაზე მეტად დამზიანებელია.
როცა ვადგენ სპეცკვებას წნევის, ქოლესტერინის და სხვა დაავადებების დროს ,ერთ-ერთი პირველი თეთრი თუთაა. კველევებით და დიდი ხნის დაკვირვებებით დასაბუთებულია—————-თუთა მკვეთრად დადებითად მოქმედებს თავის ტვინის ჰიპოფიზზე. ეს კი ნიშნავს ჰორმონების და ჰორმონული დაავადებების დიდ მხარდაჭერას. თუთა ამცირებს თავბრუხვევას და ხელს უწყობს ქალასშიდა წნევის რეგულირებას. უნივერსალური ფაქტორი არის ის, რომ მისი შაქარი ინვერტირებულია, რაც გლუკოზის დაბალანსებას ახდენს; ხელს უშლის შაქრის მატებას. პირიქით ამცირებს შაქარს. მექანიზმს თუ ღრმად ჩააკვირდები, რაღაც ღვთიური ძალის დონეზე აღიქმება პროცესი. ბიოქიმიური ინვერტირება ყოველთვის დეენემის დონეზე ხდება. გასაოცარია, როცა ასეთი ტკბილი ხილი პირიქით აბალანსებს და ამცირებს შაქარს.
ინსულინი თუ გაავდა ,მისი დამორჩილება ყველაზე რთული პროცესია. ამ დროს დარღვეულია უამრავი ფერმენტი , ბევრი ნეიროტრანსმიტერი და ბევრი ნივთიერება. რომლებიც ფუნქციურად ინსულინზე არიან დაყრდნობილი. დაუოკებელი ინსულინი თეთრ თუთას ემორჩილება. თუთის ნივთიერებები ინსულინს, შაქრის დაბალანსებაზე ამუშავებენ. თეთრი თუთა დიდ როლს ასრულებს კიბოს აცილებასა და გაუმჯობესებაში. დიარეის ანუ აშლის დროს, ასევე მომენტალური მცირე, ეპიზოდური აშლების დროს, რაც ღვიძლის ქრონიკული ჰეპატიტის რომელიღაც ხარისხის კლასიკური სინდრომია ,თეთრი თუთა შეუცვლელია. ამ დროს მისი მედიკამენტის არდანიშვნა დანაშაულის დონეც კია. რადგან, ეხმარება ღვიძლის იმ ფერმენტების გაუმჯობესებას ,რომლებიც გენეტიკურად მოშლილია ამ ადამიანში და ადამიანები ციროზამდე ან ინსულტამდე უპირობოდ მიჰყავს.
უკვე ბოლომდე შესაწავლილია და დადგენილია—— თუთა ინსულინის ცვლას არეგულირებს. ნორმაშია ინსულინის ც ვლა თავიდან ბილომდე? არ არსებობს კიბო და მძიმე დაავადებები., დიაბეტი, სიმსუქნე და სხცა. ინსულინის ციფრობრივი ნორმა არ ნიშნავს ნორმას .მისი სრული ცვლა უნდა იყოს საღი—— ქოლეცისტოკინინის, ადიპონეტქინის, ლეპტინის, პანკრეასის ფერმენტების და სხვა ფენომენების ჩათვლით .თეთრი თუთა მიკრობებს ხოცავს. არტერიებს ,ვენებს, კაპილარებს ადრეკადებს და იცავს ათეროსკლეროზული გადაგვარებისგან.ხელს უშლის თრომბის გაჩერებას სისხლძარღვის კედელზე, ასევ ალცჰაიმერული ბალთის, შლაკის და კალცინატის.
არაათეროსკლეროზულ სისხლძარღვში არც თრომბი ჩაწვება, არც ალცჰაიმერული ამილოიდი , არც ქოლესტერინული ბალთა ,არც კარცინოდი და არც კალცინატი .ათეროსკლეროზულ სისხლძარღვში თუთა ეხმარება ქოლესტერინის დაქვეითებას. ამიტომ ვიყენებთ მის პრეპარატებს ქოლესტერინის და ღვიძლის მკურნალობის დროს . განსაკუთრებით თრომბოზული პრობლემების დ როს. ეს პრეპარატები ეხმარება პარკისონს და ალცჰაიმერს, სისხლის დაავადებებს . პროფილაქტიკას უკეთებს მეტაბოლიზმის მოშლით მიმდინარე დაავადებების დამართებას .რადგან, აწესრიგებს ნახშირწყლების ცვლას. თეთრი თუთა ლიდერი გახდა მეტაბოლიზმის რეგულირებაში ბევრი თვისებით. მათ შორის თრომბის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში. მისი პრაპარატები უწვრილეს კაპილარულ თრომბებსაც წმენდენ . ასევე, რაც გლობალური მნიშვნელობისაა სიცოცხლისათვის——–ხელს უწყობს გლუტათიონის ნატურალურად წარმოქმნას ნაწლავებში. ეს კი ნიშნავს მტკიცე თავდაცვას კიბოსგან და მძიმე დაავადებებსგან. ადამიანი ჯანმრთელი მხოლოდ მაშინაა და არასოდეს არ ემართება კიბო, თუ გლუტათიონი ნატურალურად წარმოიქმნება ნაწლავებში. ამიტომ არის თეთრი თუთა ძლიერი ანტიოქსიდანტი.
.თეთრი თუთა ქოშინის და ასთმის შეტევის პროფილაქტიკაა, თუ ხშირად მიირთმევ. სტომატიტის დროს ძლიერი ანტისეპტიკია სავლებათ .ზრდასრულებში მწიფე ნაყოფს ვიყენებ ნაწლავთა შეკრულობის დროს, ხოლო აშლის დროს მკვახე ნაყოფს.
თეთრ თუთაში ყველაზ მეტად მისი—– შაქრის დამწევი უნარი აოცებთ. მისი პრეპარატები ახდენენ დიაბეტის რეგულირებას და შაქრის დაწევას ნატურალურად, მეტაბოლური პროსესების აღდგენით და არა ისე , როგორც ხდება შაქრის ზემწოლი წამლით. თეთრი თუთა ეხმარება ინსულინრეზსიტენტობის ნორმის აღდგენას და ამ უნარის გამო ყველა დაზიანებული მეტაბოლური პროცესის მკურნალია. მისი ფოთლები შეიცავს 1 დეოქსინოჯირიმიცინს . თეთრი თუთის ალკალიოდები შაქარს არ ამატებენ, პირიქით დაბლა სწევენ.
თუ მარკეტში ხარ, ხედავ თუთის ჩირს და მაინც სოსისს იყიდი ,თავად აკეთებ სიცოცხლეს და სიკვდილს შორის არჩევანს . სიცოცლის ხანგრძლივობის და სისხლძარღვების გადარჩენის შანსს გვერდს ნუ აუვლი. თუთიდან მზადდება ღვინო, არაყი .თუთის ჩირი აუცილებელია ბავშვებისთვის, რომლებიც აყოვნებენ ან დაუყოვნებიათ ზრდა და განვითარება .თუთაში რკინა კლასკური ფორმით არის და ანემიების პრფილაქტიკაა .თუთა დეტოქსია სისხლის და ღვიძლს წმენდს , ფილტრავს სისხლს და შინაგან ორგანოებს. განსაკუთრებით, თირკმლებს და ღვიძლს უფრო მეტაბოლურად ადექვატურად ამუშავებს. თეთრი თუთა ნახშირწყლების შეწოვას აქვეითებს . არაპროფესიონალების შექმნილ დიეტებში ნახშირწყლები არ არის. დოზირებული ნახშირწყლები მთავარი სასიცოცხლო ფაქტორია. თეთრი თუთა სწორედ ამას აკეთებს მათემატიკური სიზუსუტით ——————– ნახშირწყლების დოზირებას აკონტროლებს.
დაბალი შაქრით მიმდინარე დაავადებები თუ გაქვთ , თეთრი თუთა მკაცრი უკუჩვენებაა .ბავშვებს წითელი თუთის ნაყოფი მიეცით. როცა ბავშვს თეთრი თუთის ხილის საჭიროება ექნება , ამას მისი პირადი ექიმი გადაწყვეტს. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ხილზე და არა წამალზე. რაც შეეხება ფოთლების გამოყენებას ზრდასრულებში , დოზა პირადმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით, რომ სისხლდენის საშიშროება არ შეიქმნას.
თუთა ეხმარება წონის დაკლებას. ის შარდმდენია და ამიტომ უხდება თავბრუხვევას და ქალასშიდა წნევას .თავბრუხვევის დროს———- —————ზედმეტი სითხე, ამიაკის მაღალი ტოქსიკურობის ნაშთები, გადამპალი ნაღვლის მჟავები, პარაზიტული შლაკები, ტოქსინები და უამრავი დამზიანებელი, ბიოქიმიურად დამახინჯებული მეტაბოლური ბალასტია თავის ტვინში ,ზურგის ტვინში და თავზურტვინის სითხის ხერხემლის მონაკვეთში. თუთას პერაპარატიც და ხილიც ამ დროს საუკეთესო დამხმარეა. თუთა , შარდის შეუკავებლობის დროს ,ნეიროტრანსმიტერებს აბალანსებ ს ზრდასრულებში . მკვახე თეთრი თუთა ეხმარება გულძმარვას . მწიფე თეთრი თუთა აუცილებელია პანკრეასისთვის. პანკრეასს არ უყვარს მკვახე არაფერი. თეთრი თუთა———ვირუსებს ბლოკავს, მეტასტაზებზე გავლენა აქვს,ამილაზას აწესრიგებს,კიბოს თავისუფალი რადიკალებისგან წმენდს ორგანიზმს ,იმუნიტეტს მაღლა სწევს, ა გლიკოზიდაზის ინჰიბიციას აკეთებს და რაც მთავარია , უძლიერესი ანტიოქსიდანტია ანუ კიბოს რადიკალების შემოსვლის დასაცავად დიდი კარიბჭეა .შიზოფრენიის და ქცევითი აშლის კვებაში, მთავარი დადებითი საკვები თეთრი თუთაა.
თუთა უამრავ ვიტამინს შეიცავს. მაგრამ დომინანტია ის ვიტამინები, რომლებიც სისხლძარღვების და კაპილარების კედლებს ამაგრებენ. ამიტომ აძლიერებს ის ნერვული სისტემის მუშაობას ,წმენდს ღვიძლს და თირკმლებს,აჩერებს დაბერებას.
-თეთრ თუთაში არის ნივთიერება, რომელიც ყველაზე დიდი იმედია კიბოს დამარცხებაში და მის პროფილაქტიკაში. დეენემის რღვევა, ჰორმონების დაზიანება, ცილა პე 53 ის დაშლა ,იმუნიტეტის ნგრევა და ტე ლიმფოციტების კრახი———- ძვლის ტვინში მაშინ ხდება, როცა ეს ნივთიერება მცირდება ადამიანში. ადრეც ავღწერე ეს ნივთიერება. ის გარდა თეთრი თუთისა ,არის——ნუშში ,მოცვში, არაქისში, წითელ ღვინოში,წითელ ყურძენში, ვაზის ფოთოლში, წითელ სანდლის ხეში, კაკაოში. მოცვში ვგულისხმობ არა გენმოდიფიცირებულს , არამედ ტყის მოცვს.
ღმერთმა საგნები, ნივთები, ცხოველები და სხვა უსულო თუ მსუნთქავი არსებები, იმისთვის შექმნა, რომ ადამიანებს სიცოცხლის ხანგრძლივობაში დახმარებოდნენ . გარობოტებულ ადამიანებს კი, ბუნებიდან ბევრი რამის ხმა არ ესმით.
რატომ ჭამს აბრეშუმის ჭია მხოლოდ თუთას? ეს მინიშნებაა სამყაროდან გონიერთათავის. ა ბრეშუმი უძლიერესი ბოჭკოა. ამ მტკიცე ბოჭკოს შემქმნელ ნივთიერებებს აბრეშუმის ჭია მხოლოდ თუთისგან იღებს. რადგან, თუთაში შედის ეს——სისხლძარღვების გამადრეკადებელი სასწაულმოქმედი ,სიცოცხლის გამახანგრძლივებელი ნივთიერებები. თუთის ნივთიერებები ყველაზე მეტად ქმნიან ———– ორგანოების, სისხლძარღვების და სახრის საღ ბოჭკოს, რისი დაზიანება და რღვევა არის საიქიოს ჭიშკრის გასაღები. ბოჭკოს რთული დაზიანება და რღვევაა———————————–ფილტვის ფიბროზი; ღვიძლის გაცხიმოვნება და ფიბროზი. რადგან, ღვიძლის ნებიმიერი გაცხიმოვნების ქვეშ, სამეცნიერო დასკვნით ყოველთვის ფიბროზი იმალება; ასევე , ტვინის გლიოზი, სისხლძაღვების ქოლესტერინული გადაგვარება, სახსრების ჩაშლა, გულის სხვა ზიანი და გულის სტენტირების საჭიროება , სხავადსხვა წარმონაქმნები———-კისტა, მიომა, ფიბრომა, პოლიპი და სხვა. ადამიანების დაავადებები და სიკვდილობა, რომელიმე ორგანოს ბოჭკოს რღვევაა, მასში პათოლოგიური პროცესი ს გამო. აბრეშუმის მასა იქმნება ჭიის ჯირკვლებში .აბრეშუმის მთავარი კომპონენტებია ფიბრიონი და სერიცინი. ისინი ბოჭკოს ამწყობი მთავარი კომპონენტებია .გარდა ამისა ბოწკოს შექმნაში მონაწილეობს უამრავი კომპონენტი რაზეც სტატიებში დეტალურად ვისაუბრე. აბრეშუმის ძაფი გამოყენება ქირურგიაში ადამიანის ბოჭკოვანი ქსოვილის მოსაკერად. სწორეთ თუთის ჭამის შემდეგ აბრეშუმის ჭიის ჭუპრის ძაფში გამომუშავდება აბრეშუმის შემადგენელი ცილა——- სერა ქიუ . ეს ცილა აკეთებს საოცარ შედეგებს ტვინის სიხლის მიმოქცევის მკურნალობის დროს, როცა იმ მედიკამენტებს ვაძლევთ, რომლებიც შეიცავს სერა ქიუს . CERA —–Q მიიღება ჭუპრის ძაფის ფიბროინისგან . ფიბროინში ბევრი ამონომჟავაა ნატურალური სახით. ხოლო გლიცინი და ალანინი 80 პროცენტია. მეტაბოლიზმისთვის სასიცოცხლოდ უკიდურესად მნიშვნელოვანი და ბევრისთვის სრულიად უცნობი———- ალანინი გამოვიდა საცნობარო ორბიტაზე. სამწუხაროდ, მედიცინა ყველა რგოლში ისე მაღალ დონეზე არ არის, ეს ——-სიცოცხლესთან ყველაზე მეტად დამაკავშირებელი და სასიცოცხლო კომფორტის შემქმნელი ამინომჟავა ბოლომდე შესწავლილი ჰქონდეს, რომელიც მეფეა მეტაბოლიზმის. აქ ისეთი კვანძი შეიკრა, საქმეში ჩახედული ექიმი თუ ამას კითხულობს, მისთვის კომენტარი უკვე ზემეტია. რადგან ალანინი ეს არის აზროვნება მეტაბოლიზმზე, დიაბეტზე , სისხლძაღვებზე , რეზისტენტობებზე, ჰორმონებზე და სხვა.
რას ვაკეთებთ ჩვენ ექიმები , როცა აკადემიურად ვმკურნალობთ მაგალითად დიაბეტს? შაქრის ქვემწოლი მედიკამენტების იმედზე კი არ ვართ, რომლებიც მხოლოდ იმისთვის ინიშნება, 24 საათის განმავლოვაში რომ იმსუნაგოს ადამიანმა, გარანტია აქვს , რომ კომაში არ ჩავარდება. მაგრამ, მისი მეტაბოლიზმი და სასიცოცხლო ჯანმრთელობა ყოველდღე უფრო ინგრევა, რადგან რეალური, საფუძვლიანი, ხანგრძლიცი სიცოცხლისთვის უფრო მორგებული, მეტაბოლიზმის ინდივიდუალურ მექანიზმებზე აგებული დახმარება არა აქვს. მას კი შაქრის დამწევი— სამკურნალო ჰგონია. ვაკეთებთ შემდეგს———ალანინის ცვლას ვაწესრიგებთ—- მისი ცვლის ყველა დარღვეულ რეაქციას ბოლომდე. ეს ნიშნავს დიაბეტის მორჩენას ან მსუბუქ ფორმაში გადმოყვანას , გართულებების გარანტირებულად აცილებას და ბევრად მეტ სიცოცხლის წლებს .ასევე ნიშნავს დისბაქტერიოზის მორჩენას და იმუნიტეტის მომწიფებას. რადგან ,ალანინი მკვიდრი შემადგენელია იმ ვიტამინების და ნივთიერებების, რომლებსაც ნაწლავების ჯანმრთელი ბაქტერიული ფლორა ქმნის . ალანინის ცვლის ნორმა ნიშნავს საღ მეტაბოლიზმს და დიდხანს სიცოცხლეს , დიაბეტის და ორგანოების დაზიანების გარეშე. ალანინის ცვლა თითქმის მკვდარია დიაბეტის დროს. ჩაშლილია ქოლესტერინის სიჭარბის , განსაკუთრებით ღვიძლის გაცხიმოვნების დროს .
ორგანიზმი საათივით აწყობილი სისტემაა. ის ქარხანას ჰგავს. ყველა ორგანო ან კაპილარი ყველაფერთან ა რის დაკავშირებული. ყველა ერთმანეთზე მუშაობს. ჰაერივით აუცილებელია ყველა ამინომჟავის ნორმაში ყოფნა და ურთიერთბალანსი. მაგრამ, ამინომჟავებს მაინც ახასიათებთ პროფილური დომინანტობა. მაგალითად,ს ანამ ფენილალანინს ცვლის ყველა რგოლი არ გამოსწორდება ფსიქიკური პრობლემა არ გაუმჯობესდება . თიროზინის ცვლის ყველა დეტალს თუ არ გააუმჯობესებ, ჩიყვი მაინც საოპერაციო გახდება ან სხვა ორგანოებს დაზიანებს. როცა ადამიანს დიაბეტი ან ინსულინრეზისტენტობა ან რომელიმე ორგანოს დაავადება ა ქვს, უპირველესაც ალანინის ცვლა იშიფრება. რადგან აქაა გაშლილი ამ ადამიანის მეტაბოლური მოშლის მთელი გენეტიკური რესტროსპექტივა .
ცილა სერა ქიუ ნერვულ სისტემას ამწიფებს და აძლიერებს ,ტვინის ნივთიერებებს აწესრიგებს ,აუცილებლად საჭირო შაქრის შეწოვას აკონტრლებს, რომლის გარეშე ტვინი მალე კვდება; ცნობიერებას, მენტალობას, კოგნიტურ უნარებს აძლიერებს,მეხსიერება მოყავს; ბეტა ამილოიდს შლის რომელიცაა ალცჰაიმერის უშუალო გამომწევეი .ბეტა ამილოიდი ნერვულ უჯრედებს შორის ნეიროტრანსმიტერების მიმოქცევას ჩეხავს, უჯრედების მემბრანებს აჩლუნგებს. სერა ქიუ ამილოიდებს წმედს და ალცჰაიმერის პროფილაქტიკაა ძლიერი. სერა ქიუ არა მარტო ტვინში მუშაობს, არამედ სხვა ორგანოებშიც.
ადამიანები მთელი ცხოვრება ქრონიკულ ანთებებს დაატარებენ და მარტო გამწვავების დროს მიდიან ექიმთან. ქრონიკული ანთებები შლიან ბოჭკოებს და წყვეტენ ნეიროტრანსმიტერებს . ბევრი, ფილტვის შემთხვევით გადაღებაზე ნახულობს, რომ ფიბროზი აქვს. ემფიზემები, ფილტვის ფიბროზები ,ფილტვის ტუბები, ფილტვის კიბოები,ბრონქის ქრონიკული ობსტრუქციული სინდრომები , მხოლოდ ვირუსული ინტესტიციური ანთებებისგან ჩნდებიან ,როცა ვერ მოხდა გამოცნობა და სათანადო მკურნალობა. ასეთი ეწ ჩუმი ანთებები ხან ხველით მიდია ნ ხან კი უხველოთ. შედეგად დარჩება ფილტვის ან სხვა ორგანოს ჩაშლილი ბოჭკოვანი ქსოვილი ან ფიბროზის ან პოლიპის ან კისტის ან სხვა სახით. ეს ყველაფერი ,ყველა წარმონაქმნი, გადატანილი და უმკურნალო ან ა რასრულფასოვნად ნამკურნალები ანთებების შედეგია. ეს ადგილები ხდება შემდეგ ქრონიკული საბუდარი——– ასეთი შემკვრივებული წარმონაქმნების, პარაზიტების, მიკრობების , თრომბის , ქოლესტერინის, ალცჰაიმერული ბალთის და სხვა.
ეპიფიზის სიგნალი გადმოეცემა ერთი ორგანოს ბოჭკოდან მეორეზე ნეიროტრანსმიტერების საშუალებით . ბოჭკო ირღვევა ფიბროზის, პოლიპის ან სხვა დაბრკოლების გამო. ბოჭკოს რღვევა ნიშნავს ნეიროტრანსმიტერული სიგნალების გადაცემის ქსელის მოშლას .რადგან, ცოცხალი ადამიანის ორგანიზმი ეს არის———სამყაროდან შემოსული სასიცოცხლო სიგნალების ურთიერთკონტაქტი. ფიბროზის ან სხვა წარმონაქმნის დროს ეს ქსელი იშლება. როგორც ხშირად ვიმეორებ—– ეპიფიზს, თანამედროვე მედიცინის მეცნიერების ყველაზე პრესტიჟული და ელიტარული ევროპელი და ამერიკელი პერსონები ღმერთის მეთვალყურეს უწოდებენ ადამიანში. ეპიფიზმა რომც მოიზიდოს სიცოცხლე და ენერგია სამყაროდან ადამიანში, ამ ენერგიას დარღვეული ნეიროტრანსმიტერები ორგანოებს სრულად ვეღარ მოაწოდებენ. რადგან, ფიბროზებში, პოლიპში, ანთების ნარჩენებში და სხვა ნებისმიერ მოშლაში ბოჭკოვანი ქსოვილის ჰარმონია დარღვეულია. ნებისმიერი დაავადების მკურნალობის დროს , მითუმეტეს როცა ჰორმონების დარღვევით მიდიან———-მკურნალობის ეპიცენტრი გადის ნეიროტრანსმიტერების კონტროლზე. მეტაბოლიზმი მკვდარია ნეიროტრანსმიტერების მოშლის დროს. მაგალითად, წნევის მკურნალობის დროს სამუდამოდ დანიშნული დამარეგულირებელი ეს ხომ პრიმიტიულობაა. რადგან, წნევის ყოველი აწევა არის იმ ტოქსინების და ნივთიერებების მომენტალურად სისხლში ჭარბად გადასვლა, რაც ერთი დიდი გამომწვევია ამ დაავადების. წნევის მკურნალობა სეროტონინის სტატუსის განხილვის გარეშე ———– დიდი აბსურდია. ნეიროტრანსმიტერების სრული დეფექტია შიზოფრენიის დროს. ასევე მათი რღვევაა ,მაგალითად ,დიარეის და ნებისმიერი დაავადების დროს. დაგვიანებული ნამკურალები ან უმკურნალო ანთებების დროს ბოჭკოც და გადამტანი ნეიროტრანსმიტერებიც ჩლუნგდება. ნეიროტრანსმიტერების ძლიერი მოშლაა ყველა მძიმე დაავადება . მათი სრული მოშლაა კიბოს და შიზოფრენიის დროს. დადასტურებულია მაღალი დონის მედიცინაში——–არეულ ნეიროტრანსმიტერებს სერა ქიუსავით ვერავინ ალაგებს .სერა ქიუ ,სწორედ თუთის ჭამით გამომუშავდება აბრეშუმის ჭიაში . ამიტომ ჭამს აბრეშუმის ჭია ————————– მხოლოდ თუთას .
ყველაზე ნაკლებად სამყაროს აღიქვამს ადამიანი. ადამიანის ტვინი მატერიალურის ხამია. ხშირად მის იქით ვერც იხედება. სამყაროს იმპულსების და სიგნალების აღქმაში ,არსებებიდან ყველაზე უნიჭო——–ადამიანია. ხან ვიღაცას მეცნიერს უწოდებენ, იმიტომ რომ იმის მეათასედი დაინახა და იგრძნო , რასაც ხედავს და აღიქვამს , მაგალითად, რვაფეხა. მეცნიერებმა დაამტკიცეს ——ის სიზმრებს ნახულობს, ადამიანებს ანსხვავებს,მეხსიერება და ინტერესების უნარი აქვს .სამყაროს ზედმიწევნით აღიქვამე ნ მცენარეები, ცხოველები, პარაზიტები და მსგავსი არსებები. ფაროსანას შემოსევა როცა იყო, პირველი რაც გაანადგურეს მათ, ეს იყო თუთის პლანტაციები.
თუთას ეკვეთება ამინომჟავა სერინიც . სერინი მეცნიერმა კრამერმა მიიღო აბერეშუმის ძაფისგან .თუთის ნივთიერებები მონაწილეობას ღებულობენ სერინის შექმნაში. სერინი როცა დაქვეითებულია——– იმუნიტეტი დაცემულია, მეხსიერება დაქვეითებულია, ჰემოგლობინი და რკინა დაქვეთებისკენაა ტენდენციით. ყველაზე რთული ამინომჟავაა ურთულესი დაავადებების პათოლოგიურ გამოვლინებებში ფენილალანინის შემდეგ და ყველაზე საშიში და საფრთხილო. სიმსივნეების უმრავლესობის დროს, ის ყოველთვის სტაბილურად მომატებულია . სერინის სიჭარბეა ან ბალანსის მოშლაა —ეპილეფისს, გულის უკმარისობის, ფსიქიკური აშლების ,შფოთვის, დეპრესიის ,თირკმლის უკმარისობის და სხვა დროს. ჭარბი სერინის დროს ნერვული აგზნებაა, შაქარი მაღალია ან დაბალი. დიაბეტის დროს სერინი სულ აწეულია .სერინის სიჭარბე იწვევს ალერგიებს,სიმსივნეებს ადრენალინის გამოფიტვით .სერინის მატების დროს ჰემოგლობინს უჭირს ნორმაში ყოფნა.
თუ სერინი ნორმაა ადამიანი ჯანმრთელია .ღვიძლი და კუნთი გლიკოგენის მარაგს ვერ შექმნის სერინის ნორმის გარეშე. სერინის გადახრა ნიშნავს, რომ შაქარი სულ არასტაბილური იქნება. განსაკუთრებით კი ადამიანი მიდრეკილი იქნება დაბალი წნევისკენ .სერინი როცა ნორმაა ქმნის სრულ იმუნიტეტს და იმუნურ სისტემას აძლიერებს ანტისხეულებით .სერინი ქმნის იმუნოგლობულინებს, აწესრიგებს ჰორმონების ბალანსს . თუ სერინმა პათოლოგიურად არ დაიკლო ,არც ძლიერი დეპრესია იქნება და არც ალცჰაიმერი . ეს სერინის უმოკლესი დახასიათებაა და მის ნორმას სწორედ ის ნივთიერებები ეხმარებიან, რასაც თუთის ჭამის დროს აბრუშემის ჭია ქმნის. ანუ სერინის ნორმას ეხმარება ადამიანში——- თეთრი თუთის ჭამა.
თუთა ულამაზესი ხეა თავისუფალი ვარჯით . მისი ინჰალაციურად შესუნთქვაც კი სიცოცხლეს მატებს. რადგან ,გამოყოფს სასიცოცხლო ნივთიერებებს . თუ ეზო გაქვთ, მასზე ლამაზ და მასზე სასარგებლოს ვერაფერს გააშენებთ მთელი ეზოს ირგვლივ.