ამ კანონის მისაღებად ამხელა ტერორს და უბედურებას თუ მიმართავენ, ეს კანონი რომ მიიღება, მერე რა იქნება?- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
„ივანიშვილი მთელი ოჯახით, მთელი შეგნებით, მთელი ქონებით მოდის ვაბანკზე, რომ შემოატრიალოს ეს ქვეყანა და პოლიციური ცემა-ტყეპით, გაარუსოს, გადატეხოს. კანონი თავისი არსით რა არის? – კანონი დაერქვა თორემ სინამდვილეში არის გეორგიევსკის ტრაქტატი 2, რომელსაც 85 დეპუტატი აწერს ხელს, იმასაც ხომ აწერდნენ ხელს ნაზირ-ვეზირები, დაახლოებით ეგეთი რაღაცა არის. უბრალოდ უნდა გვესმოდეს, როგორც მაშინ, ეს იყო ოკუპაციის ტოლფასი, ესეც არის ჩვეულებრივი რუსი… ეს ხომ მარტივი ლოგიკაა, რად უნდა ამას დიდი ფილოსოფია. ამ კანონის მისაღებად ამხელა ტერორს და უბედურებას თუ მიმართავენ, ეს კანონი რომ მიიღება, მერე რა იქნება?”,- ამბობს გიგი უგულავა ,,ტვ პირველის” ეთერში.