საახალწლო განათებებისთვის მილიონი ლარი დახარჯეს, თუმცა ბათუმი ნახევრადგანათებულია და განათებები არ მუშაობას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბათუმის ბიუჯეტიდან თანხა ქალაქში მაცხოვრებლებისთვის არ იხაჯრება.
პანდემიის მართვას “ქართული ოცნება” პარტიული ინტერესებისთვის იყენებს ხოლმე ეს არ არის ახალი. ბათუმის ბიუჯეტში თანხები ძირითადად, როგორც წესი გაწერილია შრომის ანაზღაურებისათვის, ხელფასებისა და პრემიებისთვის და ხო სამწუხაროა, რომ ძირითად ნაწილს აქ “ქართული ოცნების” პარტიული აქტივი შეადგენს და ბათუმის ბიუჯეტიდან თანხა ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანების ინტერესებისთვის არ იხარჯება”, – ამბობს გიორგი კირთაძე.
ბათუმის კულტურის ცენტრმა ათასობით ლარი გადაიხადა გასამართ კონცერტებშიც. ბათუმელებისთვის ირაკლი ფირცხალავა იმღერებს, რომელიც ცნობილი ანტივაქსერია.
ტვ პირველი