ჩინოვნიკების სმა-ჭამა გაჭირვებული ხალხის ფულით – ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ხელისუფლებამ რესტორნებში მხოლოდ ივლისის თვეში უკვე დახარჯა. ბიუჯეტის ფულით მოლხენაზე თითქმის ყველა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკები არიან გადასულები. იგონებენ ნებისმიერ მიზეზს, რომ რესტორნებში მდიდრული სუფრა შეუკვეთონ.
კერძოდ, მხოლოდ გურჯაანის მერიამ ჯერ გასვლითი თათბირი მოაწყო რეგიონის რწმუნებულთან ერთად, შემდეგ კი თათბირით გადაღლილებმა ათასობით ლარი რესტორანში დახარჯა. სუფრას არაფერი აკლდა- პომიდვრიანი ციკანით დაწყებული გოჭით დასრულებული.