„კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება ქვეყნის სახელმწიფოებრიობას მიხეილ სააკაშვილის გამო სწირავს.
“ჩემთვის სააკაშვილი პოლიტპატიმარია. პერსონა მიხეილ სააკაშვილის გამო რომ წირავ სახელმწიფოებრიობას და ტერორისტი სახელმწიფო რომ არის რუსეთი, ამაზე რეზოლუციას ხელს არ აწერ, ამ ერთი მიხეილ სააკაშვილის გამო, ეს ყველაფერს ცდება. საბაბად უნდათ გამოიყენონ მიხეილ სააკაშვილი? ვერც საბაბად გამოიყენებენ იმიტომ, რომ იდიოტის შთაბეჭდილებას ტოვებენ, რათა სააკაშვილის გამო სწირავენ სახელმწიფოებრიობას.
ცხადია, ციხეში პუტინის პატიმარი ზის, ეს მთელმა მსოფლიომ გაიგო. ბოლოს ჩვენს ხელისუფლებას რომ ვერ გააგებინეს და შეაგნებინეს ეს – რეზოლუციაში ჩაწერეს. ჩვენ საპარლამენტო ოპოზიციას, უზურპირებულ სისტემაში ბერკეტი არ გვაქვს სრულად შევცვალოთ და რეფორმირება მოვახდინოთ სისტემის“, – აცხადებს პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი.