2022 წლის 1-ლი აპრილიდან ექიმები წამლების გამოწერისას ბრენდის დასახელებას ვეღარ შეძლებენ

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, 2022 წლის 1-ლი აპრილიდან ექიმები წამლების ბრენდის დასახელებას ვერ შეძლებენ და მხოლოდ ჯენერიკ მედიკამენტებს გამოწერენ.

ამით მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თავისი სურვილის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება და არ შეიძინოს რომელიმე ქვეყნის წარმოებული, ან კონკრეტული ბრენდის მედიკამენტი”. – თქვა აზარაშვილმა.

მისი თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ არ მოხდეს მედიკამენტების მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა.

აზარაშვილმა იმედის ეთერში ასევე თქვა, რომ 1-ლი მარტიდან სავალდებულო გახდა რეცეპტების რეგისტრაცია.

ამით ჩვენს ბაზაში ვხედავთ, ვინ რა მედიკამენტს წერს, ასევე, რა მედიკამენტს გასცემს ფარმაცევტი. ანალიზის საფუძველზე, ვიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება ბაზრის უფრო მეტად დარეგულირებაში; იმის  გაკონტროლებაში, რომ არ მოხდეს მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა.

ყველა ეს ეტაპი წლის ბოლომდე უნდა გავიაროთ. საბოლოოდ, მივიღებთ კარგად დარეგულირებულ, გამჭვირვალე ფარმაცევტულ ბაზარს, რაც აუცილებლად აისახება ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე“. – თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share