შიმშილობის 32-ე დღე და უარი პროტესტზე – რუსთავის ციხეში სააკაშვილის მოსანახულებლად ლიზა იასკოს შევიდა

უკვე 32 დღეა, რაც პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობს.

მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნელ-ნელა უარესდება, თუმცა შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს და არც სამედიცინო მომსახურებაზეა თანახმა.

ამ წუთებში მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ციხეში მისი მეგობარი ქალი, უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ის ციხიდან სააკაშვილის მიერ დაწერილ წერილს გამოიტანს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share