პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის მოსახლეობის მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა კონფლიქტში ნატოს ჩარევა გამოიწვიოს.
„ეს არის ის, რაც მსოფლიოს არ უნახავს ამ მასშტაბის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ პუტინს შეუძლია გამოიყენოს ყველაფერი ახლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ამ რთულ სიტუაციაშია. პოლიტიკური თვალსაზრისით, მან უკვე წააგო ეს ომი და სამხედრო თვალსაზრისით, ის არ მოიგებს მას“, – განაცხადა პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, თუ პუტინი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი.