ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, AstraZeneca-ს გამოყენება არ შეაჩერონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს მოუწოდა, არ შეაჩერონ AstraZeneca-ს გამოყენებით კორონავურუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის არსებობის მტკიცებულება არ არსებობს.

”დღეის მდგომარეობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ინციდენტები გამოწვეულია ვაქცინით და მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის კამპანიები გაგრძელდეს, რათა ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ და შევაჩეროთ ვირუსისგან გამოწვეული მძიმე დაავადება,“ – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია მოკვლევას განაგრძობს და როგორც კი სრულყოფილად გაეცნობა ფაქტებს, ინფორმაციას მაშინვე გაასაჯაროებს.

„როგორც კი ჯანმო სრულყოფილად გაეცნობა ამ მოვლენებს, დასკვნები და მიმდინარე რეკომენდაციების ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას”, – აღნიშნა ლინდმაიერმა.

აღსანიშნავია, რომ ჯანმოს ვაქცინების უსაფრთხოების ექსპერტები დღეს შეიკრიბებიან და ვაქცინასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. დღესვე შეხვედრა გაიმართება ევროპის მედიკამენტების სააგენტოშიც, დასკვნას კი ორგანიზაცია ხუთშაბათს წარადგენს.

შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ AstraZeneca-ს გამოყენება რამდენიმე ვაქცინირებულ ადამიანში სისხლის შედედების პრობლემების წარმოქმნის გამო დროებით შეაჩერა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 89
    ლეგენდა გიორგი კეკელიძეზე, რომელმაც “ღვთისმშობელი გადაარჩინა”ბავშვობისას, სკოლაში წასასვლელად რომ მამზადებდნენ, ერთ საღამოს, ბებიაჩემმა მითხრა, რომ არსებობს ქალი, რომელიც ყველა ქალზე და კაცზე კეთილია. ის ქალი - და ბებიამ ხელი ბებერი მსხლის ხისკენ გაიშვირა - იმ ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს და შენთვის ლოცულობს. ვარსკვლავზე ცხოვრება არ გამკვირვებია. ბავშვობაში არც ვარსკვლავები გვიკვრის და არც…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 89
    "120 წლის წინ გურულებმა შეგვიფარა "თათრები და ჩამოთრეულები" არასდროს უწოდებიათ" ბუკნარელი მუსლიმის სატკივარიბუკნარში (ჩოხატაური) რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ პროცესებს ადგილობრივი ომარ ირემაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება და წერს: "120 წლის უკან როცა გურიაში აჭარიდან თურქის ბატონობასა და გაჭირვებას გამოქცეული ჩემი და ჩემი მეგობრების წინაპრები გადმოსულან მაშინდელ ადგილობრივ გურულებს მათთვის თათრები და ჩამოთრეულები კა არ უწოდებიათ, არამედ მიიღეს როგორც მტრის კლანჭებს გამოქცეული ძმები და…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 89
    ყველაფერი დები იშხნელების შესახებმათი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობდა და თავადაც იქ გაიზარდნენ, არქიელის გორაზე. ახლა იმ ადგილს მათი სახელი ჰქვია. იქვე მემორიალური დაფაც გაუკეთეს ქუთაისლებმა, ხოლო ცენტრალურ პარკთან ძეგლიც დაუდგეს - ორი და ზის... ისინი თავიანთი სიმღერებით მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიის ნაწილად იქცნენ... ოთხი და - ოთხი ლეგენდა... დები იშხნელები - თავიანთი სიმღერებით მე-20 საუკუნის…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 89
    პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესაქართველოს საპატრიარქო პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს, რომელსაც "გურიის მოამბე" სრულად გთავაზობთ: "ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,   ქრისტე აღდგა!   „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! – შევა ცათა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები