“არ აპატიეს … სიმართლის თქმა სჯობს” – ნანუკა ჟორჟოლიანი გურამ როგავას “რუსთავი 2”-დან წამოსვლაზე

ჟურნალისტმა გურამ როგავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” დატოვა, როგორ მან სოციალურ ქსელში დაწერა მის თავს ამ არხზე ვეღარ ხედავს.

როგავას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“სინამდვილეში არ აპატიეს ღარიბაშვილის დადანაშაულება ლექსოს გარდაცვალებაში და გადაცემა დაუხურეს. მოგვიანებით გამოუშვეს, მაგრამ გურამი იმდენად კარგი და სწორი ჟურნალისტია დიდი ხანი პროფესიის გარეშე არ იქნება. უბრალოდ სიმართლის თქმა ჯობია და რომ იცოდეთ ასე იყო. წარმატებები ამ, კარგ ბიჭს,” – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

5 ივლისის მოვლენების (თბილისი პრაიდის წინააღმდეგ ძალადობრივი აქციის და ჟურნალისტების დევნის) შემდეგ გურამ როგავამ მმართველი გუნდის, მათ შორის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით კრიტიკული და უცენზურო პოსტები დაწერა.

12 ივლისს გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ პირდაპირ ეთერში როგავამ დემონსტრაციულად დახია ფურცლები, რაც, მისი განმარტებით, სიმბოლურად ხელისუფლების მიერ „კონსტიტუციის თავზე გადახევას“ ნიშნავდა.

“მადლობა “რუსთავი 2”-ს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის.
მადლობა ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ორი წლის განმავლობაში ჩემს პროფესიულ განვითარებაზე გულწრფელად ზრუნავდა, მეხმარებოდა და მაძლიერებდა.
სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ არხზე, – ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი.
ცვლილებების დროა!
მადლობა მაყურებელს, რომელიც გადაცემა P.შ.-ის მოულოდნელი გაუჩინარების გამო, წუხილს მიზიარებდა, მამხნევებდა და ჩვენი გუნდის ეთერში დაბრუნების იმედს გამოთქვამდა.
მეამაყება თითოეული გადაცემა, რომელიც ამ მოკლე დროში მოვამზადეთ.
ბოდიში იმის გამო, რომ ვერ დავაბრუნე “პოსტსკრიპტუმი”, რომლის ამბიციაც იყო ეჩვენებინა შეუნიღბავი რეალობა და დამდგარიყო ხალხის გვერდით.
მჯერა, იგივე ამბიციით მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ეს “რუსთავი 2”-ზე არ მოხდება!
დროებით!” – დაწერა როგავამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

//mix.metronome.ge/

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share