„სისონა დარჩიას ბრალად ედება სხვა-და სხვა ავ-კაცობა, დაიჭირეს ბორკილები შეუყარეს, ციხეში დააპატიმრეს და საციმბიროდ ამზადებდნენ. მისთვის, თვით საგანგებოდ გაკეთებული, მაგარისა და ვიწრო ბორკილების გატეხა-წაძრობა ჩხირის გატეხასავით და კალოშის წაძრობასავით ადვილი გამოდგა. ორჯელ საპყრობილიდამ გაიქცა, ტუსაღობა პატიმრობას თავი დააღწია.“
.
„დიდ ავკაცობით სახელი გაითქვა დარჩიამ, ჩვენს განაპირა მხარეს შიშის ზარი დასცა და ბევრი მდევრი მიუჩინეს. ვინ მოსთვლის რამდენჯერ „საფრთხე უგეს“ და თოფი ესროლეს და მისი გადარჩენა ბეწვზედ ეკიდა, მაგრამ ყველას უვნებლად გადაურჩა. დარჩია თავის ხერხიანი მოქმედებით ყველას აოცებს და ლაპარაკისათვისაც უხვ მასალას იძლევა. იმდენს მგონია დარსა და ავდარზეც არ ლაპარაკობენ. იქნება ზოგი კიდეც შენატროდეს იმის ხერხიანობა-სიმარდით გამსჭვალულ ძალ-ღონეს.“
.
გაზეთი “ივერია” 1890
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა