“ნუ იბრიქებით, ნუ იმუქრებით, ნუ ყოფთ, პატივი ეცით ადამიანებს, ან სადამსჯელო რაზმების დღესასწაული დაარქვით”-ნათია ფანჯიკიძე

 არ მაქვს არანაირი კონფლიქტი არცერთ დღესასწაულთან ან ახლად დაწესებულ დღესთან. პირიქით, მიყვარს ადამიანების “იძულება”, ერთად შეკრიბოს სამხიარულო მოვლენამ. ოჯახის სიწმინდეც, იდეალია და არა მოცემულობა. ისე როგორც იდეალია ნებისმიერი დღესასწაული, მისწრაფება უკეთესისკენ. პრობლემა ისაა, რომ როცა ნებისმიერ იდეას, “იდეალს” სხვისი დათრგუნვის, შეურაცხყოფის მიზანს უსახავ, ბრაზით და განადგურების სურვილით მუხტავ, მას აღარაფერი აქვს საერთო არც ზეიმთან, არც ოჯახთან, არც სიყვარულთან და არც სიხარულთან. – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცხენზე ამხედრებული მეოჯახეები ისე იმუქრებიან მათივე გონებაში არსებული მტრების ფანტომების მისამართით, სხვისი ოჯახების სათრევად და დასარბევად შემართულებს ჰგვანან და არა საკუთარი სიყვარულით გახარებულ ადამიანებს. არადა ერთი დიდი ოჯახი ვართ მთელი ქვეყანა – ნამდვილი იდეალი ესაა.

იქნებ ეცადოთ ამაღლებული მიზნები და გრძნობები დახვეწოთ საამდღეოდ და მერე ყველა იზეიმებს თქვენთან ერთად, მითუმეტეს, რომ კვლავ გავიმეორებ, დღესასწაულის არსი განასახიერებს მისწრაფებას და არა მოცემულობას, არასდროს განასახიერებს რაიმე სახის მასობრივ, რეალურ ბედნიერებას. სიყვარულით სავსე ხალხი აგრესიული არ არის. ოჯახი კი ყველასთვის წმინდაა, იმ მშობლებისთვისაც, ვისაც განსხვავაბული ორიენტაციის შვილები ჰყავთ. მათთვისაც, ვისაც ოჯახი დაენგრა და ძვირფას ნანგრევებს უვლის და მათთვისაც, ვინც ოჯახი ვერ შექმნა და ფუძე, მშობლები და წინაპრები ეძვირფასება.

ნუ იბრიქებით, ნუ იმუქრებით, ნუ ყოფთ, პატივი ეცით ადამიანებს, ან სადამსჯელო რაზმების დღესასწაული დაარქვით, რაც ამ მოცემულობით, როგორც თავს გამოხატავთ, უფრო სწორი სახელი იქნება. – წერს ნათია ფანჯიკიძე “ფეიბუკში”.

შეგახსენებთ, 2024 წლის 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა გაიმართა

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share