ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარკვეული კატეგორიის პატიმართა მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პატიმართა გარკვეული კატეგორიის უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მობილიზების საშუალებას იძლევა, – იტყობინება უკრაინული მედია.

კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ 8 მაისს მიიღო. მას 279-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონი არ ითვალისწინებს მძიმე დანაშაულისთვის, კერძოდ, განზრახ მკვლელობისთვის, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდადებულთა მობილიზებას. ასევე მათ მობილიზაციას, ვინც სასჯელს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share