ფოტოზე დაბა ნასაკირალში არსებული ადგილია, რომელიც სავარაუდოდ ლითონის გადამუშავების ნარჩნებია, რადგანაც ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით არავის არ ახსოვს მათი წარმოშობის ისტორია, მოსახლეობის განმარტებით ასეთი ადგილი ნასაკირალში კიდევ რამდენიმეა. უნდა აღინიშნოს, რომ ძველი წელთარღიცხვის I-II ათასწლეულებში გურიის ტერიტორია ლითონის მოპოვებისა და გადამუშავების მნიშვნელოვანი კერა უნდა ყოფილიყო.
.
ლითონის წარმოების შედეგად დარჩენილი ნარჩნები გურიაში ძალიან ბევრ ადგილზეა აღმოჩენილი და მათი ნაწილი შესწავლილია სპეციალისტების მიერ, მაგალითად ანასეულსა და ექადიაზე სპეციალისტების მიერ შესწავლილია რამდენიმე რკინის გადამამუშავებელი კერა, რომელებიც ძველი წელთახღიცხვის პირველი ათასწლეულით თარიღდება: „რკინის დნობის შედეგად დარჩენილი ნაშთები გვხვდება ანასეულის და სოფელ ექადიის მთელ ტერიტორიაზე. აქ ორმოცდაათზე მეტი ასეთი ნარჩენების თავმოყრის პუქნტია ამჟამინდელი ანასეულის სასაფლაოსთან არსებული ბაბუკების ტევრში. ორი მათგანზე გათხრების წარმოებისას დადასტურდა, რომ ნარჩნები მიეკუთვნებოდა იქვე არსებულ რკინის გადამამუშავებელ სახელოსნოს.“
.
ასევე რკინისა და სპილენძის გადამაშავებელი კერებია ნაპოვნი ვაკიჯვარში (ქორბუდე) და სპეციალისტების აზრით ქორბუდეს ლითონის წარმოების კერა თარიღდება თარიღდება ძვ. წ. II-I ათასწლეულით გარდა ზემოხსენებულისა ასევე ვაკიჯვარში არქოლოგიური დაზვევრვის შედეგად აღმოჩენილია რკინის მადნის წარმოების კერები; ხოლო საღრიასხევში აღმოჩნილია რკინისა და სპილენძის წარმობის კერა. რომლებიც ასევე თარიღდება ძვ. წ. II-I ათასწლეულით. უფრო მცირე მასტაბის მცირე მასშტაბის საბადოები და წარმოების კერები არის მიკვლეული უჩხუბში, ფარფალეთში, ზოტში (მდ. გუბაზეულის ზემო წელი), სოფელ ასკანას და წიფლის კარის მიდამოებში.
.
ვაკიჯვარში აღმოჩენილია იქვე მოპოვებული და ჩამოსხმული სპილენძის ზოდებისა და მადნის სამსხვრევი უროები (რომლებიც დაცულია ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში), რაც აჩენს იმის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ამ ადგილზე არსებობდა უძველესი სპილენძის სადნობი სახელოსნო, რომლის ნედლეულის ბაზად მდინარე ნატანების შუა წელზე მდებარე ქორბუდეს საბადოები მოიაზრება.
.
რაც შეეხება ნასაკირალს, ამ შემთხვევაში მხოლოდ ფოტოებით მსჯელობა არასაკმარისია დასკვნის გასაკეთებლად და კარგი იქნება დაბა ნასაკირალში სპეციალისტების მიერ ლითონის დნობის ნარჩნების შეგროვების ადგილების შესწავლა.
.
– წყარო: Материалы по археологии Грузии и Кавказа. том 1 (1955); დომენტი ქორიძე – კოლხური კულტურის ისტორიისათვის: არქეოლოგიური მასალები 1965 წელი; გივი ინანიშვილი, ლერი ჯიბლაძე – კოლხეთის ბრინჯაოს წარმოების ისტორიისათვის 2019 წელი;
– ფოტოზე: ნასაკირალი ლითონის დამუშავების ნარჩენების შეგროვების ადგილი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა