უკრაინაში ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ღირებულება გასული წლის ბოლოსთვის 75 მილიარდი დოლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 486 მილიარდ დოლარს შეადგენს – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის, გაერო-სა და ევროკომისიის ერთობლივ კვლევაშია საუბარი.
”უკრაინაში ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ღირებულება 486 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს”, – წერია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვლევა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
”486 მილიარდი ამერიკული დოლარი წარმოუდგენლად დიდი თანხაა და, რა თქმა უნდა, ის რეალურ საჭიროებებს ასახავს“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონულმა დირექტორმა, არუპ ბანერჯიმ.