გურიის მოძრაობისა და გურიის რესპუბლიკის სამართლებრივ მწვერვალს წარმოადგენს ქალაქ ოზურგეთის თვითმმართველობის 1905 წლის 18 დეკემბრის არჩევნები. გურიის კომიტეტში სარჩვნო მდივნის პოსტი ეკავა დიომიდე შილაკაძეს, რომლის ხელმძღვანელობითაც არჩევნების წინ ჩატარდა ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობის აღწერა და დადგინდა ამომრჩველთა ზუსტი სია, საარჩევნო სიაში პირველად შეიყვანეს და ხმის უფლება მიიღეს ქალებმა.
.
არჩევნები ჩატარდა ე.წ. ოთხფორმულიანი (საყოველთაო, პირდაპირი, ფარული და თანასწორი) სისტემით. რათქმა უნდა არჩევნებში გაიმარჯვეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა და შედგა ე.წ. „გურიის პარლამენტი“, რომლის ხმოსნებმა თავიანთი შემადგენლობიდან ერთხმად აიჩიეს ოზურგეთის ქალაქის თავად სოციალ-დემოკრატი მიხეილ (მიშო, მიხაკო) ახალაძე.
.
ახლად არჩეული ოზურგეთის თავის პირველი ბრძანებით ქალაქ ოზურგეთის ეკლესიის მღვდელს დუმბაძეს აეკრძალა ლიტურღიისას რუსეთის იმპერატორის და მისი ოჯახის წევრების მოხსნიება, ბრძანების შეუსრულებლობისათვის კი დააწესა სიკვდილით დასჯა.
.
მიხეილ ახლაძე შემდეგშიც მონაწილეობდა თვითმართველობის განვითრებაში, იგი 1918 წლიდან იყო გორის ერობის წარომადგენელი ერობის საორგანიზაციო ბიუროში, ხოლო 1920 წლის იანვრიდან იყო ერობათა კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი.
.
1905 წელს ოზურგეთში გადაღებული ფოტოები – ლუიჯი ვილლარის წიგნიდან “ცეცხლი და მახვილი კავკასიაში” (Fire and Sword in the Caucasus).
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა