ბოსლობა – გურიაში

“უძღები კვირის წინ ღამით, შაბათს საღამოს გაახურებენ გურულ ქვის დიდ კეცს, დააკრავენ ზედ ჭადს, ჩაურთავენ შიგ ღორის მუცელზედ ანაღებ ქონს კეც-კეცად, ქონზედ გადაწეპებულ მჭადის ცომს დააჭრელებენ ჭიქისა, ანუ მასრის პირით და სამ ბოძალი ჩხირით; დაარტყამენ ზედ სტაქნის პირს და სხვას იმდენ იტყვიან: წმინდაო „ბოსოლე“ მოგვეცი ამდენი ხარი, ამდენი ძროხა და სხვანი. . .
.
ამასთან გამოცხობენ ჯვარად გამოსახულ მჭადს, ვახშმის წინ ერთ ვაჟს შეუშვებენ საქონლის ბაგაში, რომელსაც მისცემენ მჭადის ჯვარს ხელში. ოჯახის უფროსი ჰკითხავს:
– ბოსლე შინ ბრძანედები?
– შინ გახლავართ. მიუგებს ბავშვი
– რას მიკეთებ?
– რაც გულითა გსურს.
– მაინც რასა?
– შენთვის მყავს: ასი სული ხარი, ასი ძროხა, ასი ცხენი, ასი ცხვარი, ასი თხა, ასი – დედალ ასი მამალ და ასი მისი მოჩხოროზი!
.
ასე ამრიგად გაამეორებინებენ სამჯერ. ბავშვს წინდა წინ დაარიგებენ, ასე მოგვიგე კითხვაზედო და, თუ კიდევ შეეშალა იქვე გაუსწორებენ. შემდეგ ბავშვი გადაატეხს ხარს კისერზედ მჭადის ჯვარსა. ქალი კი ნიგვზის კაკლებს და ღომისას ჩაყრის ბაგაში. იმ ხარს, რომელსაც მჭადის ჯვარს გადაატეხენ კისერზედ, ორივე რქებზედ სანთლებს აუნთებენ. შემდეგ ქონიან მჭადზე დაანთებენ სანთელს, და შემდეგ ლოცვისა არხეინად შეექცევიან. დილას ბავშვებს ჩიტიც ვერ მოასწრებსთ, რომ კაკლები ამოხიკონ ბაგაში.
.
გაზეთი მწყემსი #3 (1887 წელი 30 იანვარი)
შეიძლება იყოს food გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share