“ვარ თავზარდაცემული, ჯერ მიშას ჯანმრთელობით და მერე რაც ხდება მიშას პატიმრობასთან დაკავშირებით, არამარტო ხელისუფლების მხრიდან, არამედ ხელისუფლების მხარდამჭერების მიმართ, არ მეგონა ქვეყანაში ასეთი ადამიანები თუ ცხოვრობდნენ. განვსხვავდებით ერთმანეთისაგან გემოვნებით, აზროვნებით, მაგრამ მეგონა ქართველებს ზნეობა და მორალი საერთო გვქონდა. სხედან და გახარებული ტაშის ცემა… ეს სააკაშვილის პრობლემა არ არის, ეს ადამიანების პრობლემაა, დაკარგულები არიან ღმერთისთვისაც და ადამიანებისთვისაც. ესენი აღარ არიან აღარც ქართველები, აღარც ადამიანები.საჭიროა ერთი გადაწყვეტილების მიმღები კომიტეტი, რას დავარქმევთ… რაც უნდათ ის დავარქვათ, სახელები იცოცხლე, იმდენი გვაქვს, უნდა იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ოჯახის წევრებიდანაც უნდა იყვნენ იქ, კონკრეტულად ამ თემაზე მიიღებს კომიტეტი გადაწყვეტილებებს და გაშლის ამ თემას, ვიღაცა პრეზიდენტის სასახლესთან აქციაზე, აგერ პარლამენტში შიმშილობა გრძელდება, სამწუხაროდ, რეაგირება არ არის, გარეთ, უცხოეთში, უკრაინაში, საზოგადოებაში, მედიაში, ეს უნდა იყოს გაწერილი მკაცრად იერარქიული. სულ ყველა კითხვას ახლა ვინ იქნება ამის უფროსი – ამის უფროსი, დიდი და მცირე არ უნდა იყოს, ჯგუფი, არა 100-150 კაცი, 100-150 კაცი რომ იკრიბება საქართელოში, იქ სალაყბოა უკვე, უნდა იყოს 9 ან 11, კენტი უნდა იყოს, რომ უცებ მიიღოს გადაწყვეტილება, დანარჩენმა ამ გადაწყვეტილებაში მიიღოს მონაწილეობა. ყველა უნდა იყოს ამ ფორმატზე გადასული, პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი სახეები, მედია წარმომადგენლები, ოჯახის წარმომადგენლები.უცხოელმა პარტნიორებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ, კეთილი ნების გამო კი არა, ვალში არიან სააკაშვილთან ეგ პარტნიორები, 2008 წელში რომ მიატოვეს, და 2022 წლის 24 თებერვლამდე ლამის სააკაშვილზე იყო დაბრალებული. ახლა რომ ლაპარაკობენ, ცოტა გაინძრნენ, ზემოქმედების საშუალებები აქვთ, ვერბალური პროტესტიდან გადავიდნენ კონკრეტულ პროტესტზე. რომ ინაზება და იკვანწება ის დასავლეთი, ვალშია, პირველი ჩვენ შევასკდით რუსულ იმპერიალიზმს. წაუძინეს იქა, მერე ყირიმიო, მიეცით, კაცო გაატანეთ, უკრაინელებს უთხრეს და შეცდომა იყო დაშვებული, როცა უკარინამ წინააღმდეგობა არ გაწია, ახლა მიიღეს ეს. კი, კონსოლიდაცია მოხდა დასავლეთის უკრაინისთვის, მაგრამ სააკაშვილის თემაც უკრაინის თემაა, სააკაშვილი იგივე თემაა, ასპარეზზეა წინააღმდეგობის ზელენსკის და პუტინის, მოკლავს ბიძინა სააკაშვილს, გაიმარჯვა პუტინმა საქართველოში, აიღო მარიუპოლი, არ მოაკვლევინებს ზელენსკი და უკრინა და დასავლეთი – ესე იგი დამარცხდა რუსეთი საქართელოში, ფრონტის ხაზია. მიშას თემა არის ფრონტის ხაზი. პროდასავლური ძალები კონსოლიდაციას განიცდის იმაზე, რომ გავუშვათ ეს კაცი და გადავარჩინოთ, პირწავარდნილი რუსეთი – მოვკლათ, ამოვხადოთ… რად გვინდა იმნაირი ევროპა, თუ მიშას არ მოგვაკვლევინებს? ევროპას ეუბნებიან, შემოვალთ, ოღონდ ერთი პირობით, ჯერ მიშა მოგვაკვლევინებთ, დაგვახრჩობინეთ, ა, არ გვახრჩობინებთ? მაშინ არ გვინდა. მოიკითხეთ სად წავლენ ოცნების წევრები, სად დაისვენებენ – რა გინდათ იმ აქოთებულ ევროპაში, კაცო, შვილებს და შვილიშვილებს რატომ აჩერებთ? ვიღაცეები ამბობენ, ბავშვებზე არ შეიძლებაო – რატომ აჩერებენ იმ ევროპაში? იმიტომ რომ მოქალაქეობა უნდათ, ხო? თავისთვის უნდათ და ხლახისთვის არ უნდათ., სანამდე უნდა იყოთ ასე იდიპოტები და პრიმიტივები, ვინც ამას ყლაპავთ. თურმე ბიძინამ, გადაარჩინა საქართველო ომი რომ არ არის, შემთხვევით, უკრაინულმა არმიამ ხომ არ გადაგვარჩინა? შემთხვევით. მოუნაცვლეთ მოღუნულ ტვინს კითხვები ხანდახან, მოუნაცვლეთ.
ამის შესახებ დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველთან” განაცხადა.