“რა მაგრა ვუყვარვართ ქართველები ნატოს გენმდივანს, ნორვეგიის ყოფილ პრემიერს – სტოლტენბერგს…უკრაინის კრიზისის დროს შანსს არ უშვებს…”-დავით ბერძენიშვილი

დასავლეთის ვალდებულების სახეს აძლევს ამ საკითხს. საქართველო და უკრაინა ნატოში – ესაა მისი ” კართაგენი უნდა დაინგრეს”. – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ნატოს გენმდივანზე, იენს სტოლტენბერგზე სოციალურ ქსელში წერს.

“რა მაგრა ვუყვარვართ ქართველები ნატოს გენმდივანს, ნორვეგიის ყოფილ პრემიერს – სტოლტენბერგს. უკრაინის კრიზისის დროს შანსს არ უშვებს, საქართველო არ გაიხსენოს- 2008 წელი , ნატოში მიღების დაპირებაც და ოკუპაციაც. დასავლეთის ვალდებულების სახეს აძლევს ამ საკითხს. საქართველო და უკრაინა ნატოში – ესაა მისი ” კართაგენი უნდა დაინგრეს”.

ჰოდა, მეც მიყვარს სტოლტენბერგი. მის ქვეყანას ვგულშემატკივრობ დიდი ხანია ზამთრის ოლიმპიადაზე სულ..ამ დღეებშიც:)

იმ დამოუკიდებლობის დროსაც და ამ დამოუკიდებლობის დროსაც ნორვეგია ჩვენსკენაა სულ” – წერს დავით ბერძენიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share