დღეს საქალაქოში მიხეილ სააკაშვილის პროცესია ჩანიშნული – სხდომა, სავარაუდოდ, გადაიდება

დღეს, 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესია ჩანიშნული. ადვოკატები ამბობენ, რომ სხდომა, სავარაუდოდ, ისევ გადაიდება.

დაცვის მხარე ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.

“ეს პროცესი სავარაუდოა, რომ გადაიდება კვლავ, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე საქმეებში, აღარ აქვს მნიშვნელობა რას დავარქმევთ ამ საქმეებს ან დაცვის მხარე ან საქართველოს ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს რეალურად იქცა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად”, – ამბობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.

ცნობისთვის, ამავე კვირაში ჩანიშნულია მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების პროცესიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share