შეერთებულ შტატებში ზამთრის შტორმის შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების თქმით, უამინდობის გამო ყველაზე მეტად ქალაქი ბუფალო დაზარალდა. მოსალოდნელია, მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
სტიქიის გამო ქვეყანაში სატრანსპორტო გადაადგილებას პრობლემები შეექმნა, ასი ათასობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
სინოპტიკოსების შეფასებით, ნიუ იორკსა და ფლორიდაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურაა.
დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა კანადაშიც – ქალაქ მერიტთან, ავტობუსი გადატრიალდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა.