2021-2022 სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 4 ოქტომბერს იწყება. განათლების სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში პირვცელკლასელებს ბუკები გადაეცემათ.
გთავაზობთ მოკლე ინსტრუქციას, იმის შესახებ თუ როგორ უნდა გამოიყენოთ საბავშვო ბუკები და რა უნდა იცოდეთ:
პირველ რიგში უნდა გაიაროთ ავტორიზაცია და დააყენოთ ახალი პაროლი – დეტალური ინსტრუქციისთვის გადადგით ბმულზე: https://bit.ly/3loNF8l
გაითვალისწინეთ:
- პაროლის დაკარგვის შემთხვევაში აღდგენას შეძლებთ საიტზე https://reset.emis.ge
- ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში მიმართეთ სერვისცენტრს.
- „ბუკში“ უკვე ჩაწერილი თამაშების და პროგრამების ინსტრუქციები ნახეთ ბმულზე: http://buki.ge/