ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 407 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 371 293-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.49 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.01 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.68%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 591 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 355 718-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 383 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 922 შემთხვევა, აჭარა – 54, იმერეთი – 125, ქვემო ქართლი – 89, შიდა ქართლი – 32, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 57, კახეთი – 72, მცხეთა-მთიანეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.