მე ვარ ვიოლეტა სიხარულიძე-გორგოშიძე. ლიხაურიდან.
ჩემი შვილი ჯარში იყო. აფხაზეთის ომში. იქიდან კარგათ ვერ ჩამევიდა.მაგის მერე სულ ავათ. ავათ. ავათ. და ორიათასაჩვიდმეტში გარდიცვალა. მანამდაც რაი იყო აი ცხოვრება და მერე გავძაღლდი თლად. 52 წლის შვილი მიწაში ჩავდეი. სიცოცხლე არაფელი არაა. არაფელი. ტანჯი. სიკვტილი ჯობია ჩემთვის. ნაღდად ჯობია. ახლა რომ ცოცხალი არ ვიყო, ნაღდად ჯობია. სიკვტილის მერე რა არის არ ვიცი. არ ვიცი. შევხთები იქით შვილს? ქეც მჯერავს და არც მჯერავს. დავფიქრდები ხანდისხან მაგაზე. სიზმრით არა, არ მესიზმრება. არ მესიზმრება არაფლით. და ძალიან გულს მაკლია მაგაზე. რეიზა არ მესიზმრება. არ ვიცი.
რანაირი დედა-შვილობა გვქონდა იცი? ასში ერთს არ ექნებოდა.