ჩაქვში, ერთ-ერთ სახლზე რუსეთის დროშა ფრიალებს – „მილიონჯერ დავგუგლე ხო არ მეშლება ფერები-თქო“

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნიო ბოლქვაძე facebook-ის პირად გვერდზე ფოტოს ავრცელებს, რომელიც, როგორც კომენტარებში წერენ, საქართველოში, კერძოდ, ჩაქვშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ ერთ-ერთ კერძო სახლზე რუსეთის დროშა ფრიალებს.

„მოკლედ ეს ფოტო გადავიღე ეხლახანს,

ხოდა ჯერ ძაან ისე ვაკვირდებოდი მეთქი მეჩვენება აშკარად, ჩატში ჩავუგდე გოგოებს, რის შემდეგაც 1 ქალი და ორი კაცი რასაც ქვია გამომივარდა, კაცები რუსულად ყვიროდნენ რაღაცას. ქალმა მომაძახა და რას უზამ ეხლა მაგ ფოტოსო, ძაან ავნერვიულდი, მაგრამ არ ვიცი ეს რაში ჯდება, რომელ მორალურ ჩარჩოში ან საერთოდ რატომ ხდება ასეთი რაღაც ქვეყანაში, სადაც უკრაინას რომ თავი დავანებოთ ჩვენთვისაც ოკუპანტები არიან… აი რავი ბოლოს ბინდი რო გადამეკრა მილიონჯერ დავგუგლე ხო არ მეშლება ფერებითქო“, – წერს ნიო ბოლქვაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share