“დაასანქცირეთ ივანიშვილი!” – ამ მოთხოვნით ბრიუსელში, ევროკომისიასთან ქართველი ემიგრანტების აქცია გაიმართა.
აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “ევროპელი მწვანეების” პარტია და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარდაჭერა გამოუცხადა:
“გუშინ, დღეს, ხვალ, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სწრაფვას დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციისკენ.
ევროკავშირში შემდეგი თვეები გადამწყვეტი იქნება. ევროკავშირი უნდა იყოს ერთიანი და მკაფიო. საქართველოს მომავალი ევროპაშია. არა რუსულ კანონს” ნათქვამია X-ზე გავრცელებულ პოსტში.