კოლხური კოლონიები ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე

კოლხური კოლონიები ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე
.
პლიუნის უფროსის პლინიუს უფროსს თავის „ბუნების ისტორიის“ მიხედვით ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე იყო სამი კოლხური კოლონია- „პოლა“, „ოლკინიუმი“ (იგივე კოლხინიუმი) და “ორიკუმი”.
.
„III წიგნში სამი ქალაქია მოხსენებული, რომელთა დაარსებაც კოლხებს მიეწერება. ეს ვერსიები მომდინარეობს ელინისტური ხანის მწერლებისაგან (კალიმაქე, აპოლონიოს როდოსელი და სხვ.), რომელნიც არგონავტთა სამშობლოში დაბრუნებისა და კოლხთა მდევრის მარშრუტად შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროსა და მდინარე ისტროსს, ანუ დუნაის, ვარაუდობდნენ.
.
ერთგან ნათქვამია (III, 129): ისტრიაში მდებარეობს კოლონია პოლა, რომელსაც ახლა Pietas Julia-ს ეძახიან და ოდესღაც კოლხებს დაუარსებიათო. საინტერესოა, რომ კალიმაქეს ცნობაზე დაყრდნობით ამასვე იმეორებს სტრაბონიც (1, 2, 39, და V, I, 9) და თვით კალიმაქეს სიტყვებიც მოჰყავს; ამ ქალაქისათვის ბერძნებს შეეძლოთ ლტოლვილთა ქალაქი დაერქმიათ, თვით თავიანთ ენაზე (ე. ი. კოლხურად) კი „პოლა“ ეწოდებაო.
.
დალმაციაში მოხსენებულია (II, 144) ქალაქი ოლკინიუმი, რომელზედაც ნათქვამია, წინათ კოლხინიუმი ეწოდებოდა და კოლხების დაარსებულიაო; ხოლო ილირიაში (II, 145) ქალაქ ორიკუმს ასახელებს, აგრეთვე კოლხთა მიერ დაარსებულად.“
.
P.S. პოლა (დღევნდელი ხორვატია – პულა Pula), ოლკინიუმი (დღევანდელი მონტენეგრო – ულცინი Ulcinj), ორიკუმი (დღევანდელი ალბანეთი – ორიკუმი Oricum)
.
– საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემია საქართველოს შესახებ არსებული უცხოური წყაროების კომისია – „ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ“ 1973;
– ფოტოზე: ქალაქი პულა ხორვატიაში;
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share