”რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გადაწყვიტა მოსპონ ჟანგბადი ამ ქვეყანაში” – თბილისში მიმდინარე საპროტესტო მარშს მომღერალი ქეთათო შეუერთდა.
“გამოვედი იმიტომ, რომ მქონდეს აწმყოს და შემდეგ მომავლის უფლება. სახელმწიფოებრიობას წყალი აქვს შეყენებული, ყველას ვალია, რომ აქ იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალ გაქცევა მოგვიწევს თუ ასე გაგრძელდე”- ამბიბს მომღერალი.
ქეთათო კანონის მიმღებ ხელისუფლებას ურჩევს გონს მოეგონ და პირად ინტერესს ქვეყანას ნუ გადააყოლებენ.
მან ირაკლი ჩარკვიანის შესახებაც ისაუბრა, რომლის სიმღერებიც საპროტესტო აქციების მოანწილეებისთვის ერთგვარად გამარჯვების სიმბოლოდ აიქცა.
”რაც ირაკლიმ ვერ გააკეთა, აკეთებენ ეს ახალგაზრდები. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი”- დასძინა მომღერალმა.