პრეზიდენტის შეთავაზებას ამ ეტაპზე პროდასავლური ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უერთდება და ხელმოწერის მზაობას გამოთქვამს.
“ქართულ ქარტიას” ხელს მოაწერენ პარტიები: “ახალი”, “ენმ”, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, ფრაქცია “ევროოპტიმისტები”, “გირჩი-მეტი თავისუფლება” და “დროა”, “კანონი და სამართალი,” “მოქალაქეები.”
ქარტიას ხელს არ აწერს “გირჩი”
ჯერჯერობით უცნობია გახარიას პარტიის პოზიცია.
პრეზიდენტმა „ქართული ქარტია” 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა და ოპოზიციას მიმართა, რომ მასზე ხელმოსაწერად ვადა 1-ელ ივნისამდე აქვთ.
დოკუმენტი მოიცვას ძირეულ რეფორმებს და ითვალისწინებს ყველა ანტიევროპული კანონის გაუქმებას; მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სხვა ძალოვანი უწყებების ძირეული რეფორმას, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება;