“მე, უბრალოდ, სინამდვილეს ვაკვირდები, უფსკრულისკენ როგორ მიედინება..” – კოტე ყუბანეიშვილმა “მთავარ არხზე”, დღის სტუმარში განაცხადა, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათი უნდა გაუქმდეს, ხოლო კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “კულტურას მინისტრი არ სჭირდება”.
კოტე ყუბანეიშვილმა თეა წულუკიანს “კომენდანტი” უწოდა და განაცხადა, რომ მზადაა თვითონ ჩაჯდეს ციხეში გიორგი რურუას ნაცვლად, მისივე თქმით, იმისთვისაც მზადაა, რომ ციხის კომენდანტი, რომელიც “მოწამლულ წყალს” შემოაწოდებს, წულუკიანი იყოს.
“გიორგი რურუა გამოუშვან და მე ჩავჯდები მის ნაცვლად, იმ დროით, რაც მას დარჩა”, – თქვა კოტე ყუბანეიშვილმა, ხოლო გადაცემის წამყვანის, თათა ჩიკვილაძის შეკითხვაზე “თქვენი აზრით, გამოუშვებენ გიორგი რურუას?”, პოეტმა ხელისუფლებისადმი შეთავაზება გაიმეორა:
“გამოუშვან გიორგი რურუა, იმიტომ რომ ის ქვეყანას სჭირდება, მე კი ციხეშიც კარგად ვიმუშავებ”.