“იმედგაცრუება” – ასათაურებს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი პარლამენტთან გადაღებულ ფოტოებს. კადრებზე აქტივისტების სახეებია აღბეჭდილი მას შემდეგ, რაც პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი მიიღო.
ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული, ადგილზე განლაგებულია სპეცრაზმი.
მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ჩიტაძის ქუჩა აქციის მონაწილეებისგან სრულად გაათავისუფლეს, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტის შენობიდან გასვლა დაიწყეს. აქცია საკანონმდებლო ორგანოს წინა მხარეს მიმდინარეობს.