პაპუაშვილის მტკიცებით, ყველა “აღშფოთებული მოქალაქის” უკან ენმ-ის აქტივისტი დგას

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დგანან.ასე პაპუაშვილი იმ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, რომ გამჭვირვალობის კანონის მხარდამჭერ დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ.  

“გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი “აღშფოთებული მოქალაქის” უკან ნაციონალური მოძრაობის ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას. ხოლო ნაციონალური მოძრაობის ყოველი აქტივისტის უკან – ევროპის სახალხო პარტია. სამწუხაროა, რომ დღეს ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში”, – წერს პაპუაშვილი Facebook-გვერდზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share