დიომიდე გობრონიძე – რატომ სცემა იაპონიის ომის გმირმა ბათუმის ჟანდარმერიის უფროსი

დიომიდე გობრონიძე – რატომ სცემა იაპონიის ომის გმირმა ბათუმის ჟანდარმერიის უფროსი
.
სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთის იმპერიისათვის მებრძოლი და მათ შორის დაღუპული ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა ალბად ათასჯერ უფრო მეტია ვიდრე, საქართველოს ტერიტორიაზე თურქების წინააღმდეგ ბერძოლი ან დაღუპული რუს ჯარისკაცთა რიცხვი. მიუხედავად სხვის ომში ბრძოლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობისა ჩემი აზრით ჯარისკაცის სიმამაცე და თავგანწირვა დიდად დასაფასებელია. ერთი ასეთი ჯარისკაცი გახლდათ 1893 წელს ლიხაურში დაბადებული დიომიდე გობრონიძე, რომლის მიერ რუსეთ-იაპონიის ომში გამოჩენილი გმირობის ამბავი იმ დროინდელი ნახევარი სამყაროს ყურადღების ცენტრში მოხვდა.
.
1904 წლის ოქტომბერში ლიაოიანის მახლობლად იაპონიის არმიამ რუსებს უკან დაახევინა, რუსებმა მდინარე შახერზე გადაასწრეს და ნაპირზე გამაგრება დაისწეს, დადევნებული იაპონელებმა ხიდზე გადმოსვლა დაიწყეს და გამოსულმა ჯარმა ხიდთან თავმოყრა და რუსებზე შეტევისათვის მზადება დაიწყო.
.
იაპონელების მიერ ხიდის გადალახვას რუსების სასტიკი მარცხი და დიდი მსხვეპლი მოყვებოდა. რუსებმა ხიდის აფეთქება გადაწყვეტეს, თუმცა ეს ძალიან სახიფათო და ძნელი საქმე იყო, რადგანაც ხიდზე იაპონელები გადადიოდნენ და მის ორივე თავში მათი ჯარისკაცები იდგნენ.
.
ხიდის აფეთქება დიომიდე გობრონიძემ იკისრა, რომელმაც რამდენიმე საათში ხიდი დანაღმა და ააფეთქა კიდეც, რასაც მთელი ხიდის დანგრევა მოყვა, თავად კი სასწაულებრივ გადუარჩა სიკვდილს. ხიდის აფეთქების შემდეგ თავის არმიას მოწყვეტილ უკვე ხიდზე გადმოსულ იაპონელებს რუსებმა შეუტიეს და მთლიანად გაანადგურეს.
.
დიომიდეს გმირობის ამბავი მთელ რუსეთის იმპერიას მოედო, იგი იმპერატორმა პეტერბუგში მიიწვია და პირადად დაკიდა ოქროს ჯვარი. ფრონტზე დაბრუნებული გობრონიძემ კიდევ რამდენჯერმე ისახელა თავი და „წმინდა გიორგის ჯვრის“ ოთხივე ორდენის სრული კავალერი გახდა, ასევე დამატებით სხვა ჯილდო-ორდენებიც მიიღო.
.
ომის დასრულების შემდეგ თავის მშობლიურ ლიხაურში დაბრუნდა, შემდეგში კი ბათუმში გადავდა სახცხოვრებლად. ბათუმში დიომიდეს კიდევ ერთი საინტერესო ამბავი შეემთხვა, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მის სიმამაცეში. 1916 წელს ბათუმის რკინიგზის სადგურის ბაქანზე ბათუმის ჟანდარმერიის უფროსის თანმხლებ ქალს შემთვევით მხარი გაჰკრა მოხუცმა გლეხმა, ჟანდარმერიის უფროსს მოხუცისათვის დაურტყამს, იქვე მყოფი დიომიდე გლეხს გამოესარჩლა და ჟანდარმერიის უფროსი სცემა. დიომიდეს დასაკავებლად ჟანდარმები დასევია, რომელსაც გაწევ-გამოწევაში მოსასხამი გაეხსნია და მთელი მისი ორდენ-მედლები გამოჩნილა, რომელთა დანახვაზე დაფრთხალ ჟანდარმებს მისთვის ხელი გაუშვიათ და დიომიდე ასე გადაურჩენია მის „დამსახურებას“ დაჭერისაგან.
.
დიომიდე გობრონიძემ შემდეგში ბათუმის თურქებისაგან განთავისუფლებაშიც მიიღო მონაწილეობა, იგი გარდაიცვალა 1922 წელს.
.
მომზადებულია შმდეგი წყაროს მიხედვით – ჟურნალი “დროშა” (1977/2). დიომიდე გობრონიძის ფოტო ამავე ჟურნალიდან;
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share