ქაიხოსრო გურიელის შვილების საკუთრებაში არსებული „გომის მთის“ საძოვრების და ტყეების დასახელებები

ქაიხოსრო გურიელის შვილების საკუთრებაში არსებული „გომის მთის“ საძოვრების და ტყეების დასახელებები
.
გაზეთ კავკაზის ინფორმაციით – 1899 წლის 3 ნოემბერს ოზურგეთში იაგორ მახარაძის სახლში იმართებოდა საჯარო ვაჭრობა, რომელზეც იყიდებოდა მარიამ ქაიხოსროს ასული გუგუნავას და ეკატერინე ქაიხოსროს ასული გარდაფხაძის (ქორწინებამდელი გვარი გურიელი) შემოქმედის საზოგადოებაში არსებული ქონების ნახევარი, რომელიც შედგებოდა მთის საძოვრისა და ტყისაგან, აქვე არის ჩამოთვლილი საძოვრების და ტყეების დასახლება, რომელიც ტოპონიმური თვალსაზრისით საინტერესო არის.
.
„მთაგინურის“ (Мтагинури) საძოვრები, რომელიც მოიცავს შემდეგი დასახლების ადგილებს: „ნაფოცხვარა“, „მთა პატარა“ (Нта-Патара), „ხარიათაღი“, „ცხემლის-აელაი“ (Цхемлисъ-Аелай), „მოლის-საწოლი“ (Молисъ-Сацолы), „ჭინჭაო“, „წვანიას სერი“ (Цваниясъ Сери) და სხვა ნაკვეთები საერთო დასახლებით „საბალახო მთა“.
.
„გომის ტყე“, რომელიც მოიცავს შემდეგ ნაკვეთებს – „კოლვა“ (Колва), „წაბლის გული“, „შაფაქური“, „სქუნტუბო“ (Скунтубо), ‘საბუის ღელე“ (Сабуись-Гели).
.
Кавказ – №252 – 29.09.1899.
შეიძლება იყოს ნისლი, ღრუბელი, ბუნება and მთა გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share