გენერალ-მაიორი თომა ორბელიანის მიერ გრაფი ტორმასოვისათვის 1809 წლის 23 აგვისტოს წერილის შინარსის მიხედვით ძმებმა ვახტანგ და დავით გურიელებმა მათი ჯარებით ბათუმის მხრიდან დაიკავეს სოფელი „მირთოგაუ“ (სავარაუდოდ ეს არის ბათუმთან ახლოს მდებარე სოფელი – მირვეთი, წერილში აღნიშნულია – о зантiя ихъ съ с войсками мѣст. Миртогау от стороны Батума).
.
ასევე წერილის შინაარსის მიხედვით: ძმებმა გურიელებმა ეს ყველაფერი მოახერხეს იმ ერთგული ქვეშევრდომების დახმარებით, რომელნიც მამია გურიელის იძულების ქვეშ არ იყვნენ. მათ თავიანთი თავდადებითა და სიმამაცით ხალხი დაარწმუნეს იმაში, რომ უსაფთხოა იქ ცხოვრება სადაც ხელმწიფე იმპერატორის ჯარია შესული, თუნდაც ეს აგდილი ძალიან ახლოს იყოს მტრის ჯარის ციხესიმაგრესთან. ასევე დავით გურიელს აქვე მოუწვევია თავისი ქვრივი და და გურიის დიდებულების ნაწილი, რომელიც როგორც ორბელიანი ამბობს მასთან ერთად საბძოლო სანგრებშიც იყვნენ. წერილის შინაარსიდან გამომდინარე ამავე საკიხთან დაკავშირებით ორბელიანს მანამდე კიდევ ერთი წერილი ჰქონდა გაგზავნილი.
.
ზოგადად საინტერესოა წერილის გაგზავნის პერიოდი, რადგანაც ეს დროა, როდესაც გურიის ტახტისათვის იბრძოდნენ ქაიხოსრო გურიელის მხარდაჭრით მამია გურიელი, ვახტანგ გურიელი და ლევან გურიელი, ეს ბრძოლა კი იმაში გამოიხატებოდა, რომ თითოეული ამკიცებდა, რომ მხოლოდ თავად იყო მისაღები რუსებისათვის. იმერეთის მეფე სოლომონი ლევან გურიელს უჭერდა მხარს, რომელიც თანახმა იყო გურია როგორც იმერეთის სამეფოს ნაწილი ისე შესულიყო რუსეთის მფარველობაში. ასეც მოხდა 1804 წლის ელაზნაურის შეთანხმებით იმერეთთან ერთად როგორც მისი ნაწილი გურიაც შევიდა რუსეთის “მფარველობაში”, რამაც განარისხა ქაიხოსრო გურიელი, რომელიც მამიას მთავრობას უჭერდა მხარს, ქაიხოსრო ამ დროისათვის რეალურად განაგებდა გურიას და გურიასთან დაკავშირებული საკითხი რუსებს გადაუწყვეტელი დარჩათ.
.
ამის შემდეგ 1805 წელს ვახტანგ გურიელი დაბრუნდა ახალციხიდან, რომელიც მთავრად აღდგენას სთხოვდა რუსებს, ალახიცის ფაშასთან ნამყოფ ვახტანგს რუსებმა უარი უთხრეს. შემდეგში კი რუსებმა სოლომონი განდევნეს და აქედან გამომდინარე ლევან გურიელმაც დაკარგა გურიის ტახტის მიღების შანსი. რუსებმა მამია მთავრად აღიარეს მას შემდეგ რაც გურულების ჯარმა 1809 წელს მალთაყვასთან თურქების დიდი ბანაკი გაანადგურეს, რის შედეგადაც ფოთის ციხე ფაქტიურად უომრად დაიკავეს რუსებმა, ასევე მამია დაეხმარე რუსებს მისი მტრის იმერეთის მეფის სოლომონის განდევნაში, რის შემდეგაც 1810 წელს გურიამ როგორც დამოუკიდებელმა სუბიექტმა ისე დადო შეთანხმება რუსეთთან და გურია მეორეჯერ შევიდა რუსეთის მფარველობაში. შემდეგში დრომ აჩვენა, რომ მიუხედავად დიდი დახმარებისა რუსებმა არც მამია და არც მისი ოჯახი არ დაინდეს და სამთავროც სრულიად გააუქმეს.
.
ზემოხსენებულიდან როგორც ჩანს ორბელიანი 1809 წელს ვახტანგ გურიელის სასარგებლოდ და მამიას საზიანოდ ახდენდა რუსების ინფორმირებას, რაც წერილის შინაარსიდან ნათლად ჩანს. რაც შეეხება ბათუმის ახლომდებარე სოფლის გურიელების მხრიდან აღებას ამის შესახებ სხვა წყარო ვერ მოვიპოვე, თუმცა გენერალ-მაიორი ორბელიანი არა მგონია, რომ ტყუილს სწერდეს კავალერიის გენერალსა და საქართველოს მთავარმართებელ ალექსანდრე ტორმასოვს, რომელიც თავის მხრივ ძალიან კარგად იცნობდა სიტუაციას.
.
– Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею 1870. – Т. 4;
– ოზურგეთი და გურიელების ციხე დარბაზი 1634 წელი – ნახატი დონ კრისტოფორო დე კასტელი, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ;
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა