მატყუარა, უზრდელი, მოღალატე, ისტერიკაში მყოფი – “ოცნება” VS გახარია

ექს-პრემიერის მხილების სერიებმა “ქართული ოცნება” ბოლომდე წყობიდან გამოიყვანა. ირაკლი კობახიძისთვის ერთ დროს სანაქებო ლიდერი დღეს პოლიტიკურ “შარლატანად” გადაიქცა.

“მატყუარა”, “უზრდელი”, “მოღალატე”, “ისტერიკაში მყოფი” – ამ სიტყვებით მიმართავდნენ პარლამენტიდან გიორგი გახარიას. აღმოჩნდა, რომ “ოცნება” ყველაზე მეტად წონასწორობას მაშინ კარგავს, როდესაც კორუფციაზე მიუთითებენ. მას შემდეგ, რაც გახარიამ ხელისუფლების ლიდერები ამხილა, დღეს იმის მტკიცება დაიწყეს, რომ არასდროს არცერთი თეთრი არ მოუპარავთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share