1854 წელს რუსებმა და ქართველებმა ოზურგეთთან მდინარე ჩოლოქზე გამართულ ბრძოლაში ოსმალები დაამარცხეს და ქობულეთამდეც მისდიეს, მიუხედავად ამისა უკან გამობრუნდნენ და ძველ საზღვართან დადგნენ. ამის მიზეზი მარტივი იყო ქობულეთის მოსახლეობა და არისტოკრატია რუსებს მხარს არ უჭერდა და ამასთანავე ყირიმის ომის სხვა ფრონტებზეც რუსებს საქმე კარგად არ მისდიოდათ.
.
თუმცა სულ სხვა სიტუაცია იყო რუსეთ თურქეთის 1877-78 წლების ომის დროს, რადაგანაც ომის დაწყებამდე რუსებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარეს ქობულეთსა და ბათუმში, მაგალითსათვის კმარა 1873 წლის დიმიტრი ბაქარძის მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. ასეთივე მოგზაურობა მოაწყო ბათომსა და ლაზისტანში გენერალი ყაზბეგისა და გრიგოლ გურიელის მიერ, ორივე ამ მოგზაურობის ოფიციალურად ეთნოგრა¬ფი-ულ/არქეოლოგიური დანიშნულება ჰქონდა, თუმცა დრომ აჩვენა, რომ ამ ყველაფერს სულ სხვა მიზნებიც ჰქონდა. როგორც შემდეგში გაირკვა გრიგოლ გურიელმა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ქობულეთელი ბეგების გადმობირებაში, რომელთა ნაწილმა რუსებს გზა გაუხსნა. ამის ნათელი მაგალითია ალი-ფაშა თავდგირიძის წერილი, რომელშის ის კავკასიის მთავარმართებელს წერდა მე გზა გაგიხსენით ჩემთვის ქრთამად მოსაცემი ფული კი გრიგოლ და იესე გურიელებმა მიითვისესო.
.
ასეევე ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ამავე წლებიდან ქობულეთსა და ბათუმში დაიწყეს ქართული წიგნების შეტანა და რაც მთავარია შევიდა ქართული პრესა, რომელიც უკვე ძალიან ხშირად წერდა ქობულეთსა და ბათუმის მოსახლეობაზე და მათ პრობლემებზე. ფაქტია, რომ იმ დროს ქართველმა ჟურნალისტებმა ქობულეთის მოსახლეობაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს. სავარაუდოდ სწორედ ასეთმა გავლენებმა გამოიწვიეს ქობულეთში 1871, 1873 და 1875-76 წლების ოლქობები (აჯანყებები) ოსმალური მმართველობის წინააღმდეგ, თუმცა როგორც ჩანს რუსები ძალიან ფრთხილობდნენ და არ აპირებდნენ ნაადრევად ჩარეულიყვნენ საქმეში.
.
1871 წლის მღელვარების მიზეზი მიწაზე დაწესებული გადასახადი გახლდათ და ოლქობა 7-8 თვე გაგრძელდა. 1873 წლის ქობულეთის აჯანყების (ოლქობა) მთავარი საბაბი გადასახდები გალხდათ, როგორც დროებაში გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ჩანს ქობულეთელების დაუმორჩილებლობა სამი თვეზე მეტად გაგრძელებულა. ამასთანავე აჯანყების დაწყებამდე ოზურგეთის რუსულ მმართველობას შეხვედრიან და უთხოვიათ თუ საქმე ცუდად წაგვივა გზა გაგვიხსენით და ოზურგეთის მაზრაში შემოგვიშვითო. მაზრის მმართველობას ამაზე უარი უთქვამს და პირიქით საზღვრის გამაგრება დაუწყიათ – „თუ ჩვენმა ბედმა ვერ გასჭრა და პირიქით ვერ დავამარცხეთ საოსმალოს ჯარებიო, მაშინ გზა მოგვეცით გურიაში გამოსასვლელათო. მაგრამ ამ წინადადებაზე გურიის ადგილობრივმა მმართებლობამ, რასაკვირველია უარი უთხრა და მოსაზღვრე ხაზზე ახალი სახსრები მიიღო, რომ არამც და არამც აქეთ გამოსლა არ დააპირონო.“
.
მიუხედავად მიღებული უარისა ქობულეთლები მაინც აჯანყდნენ – „თუმცა აჯანყებულებმა თავისი გაიტანეს, მაგრამ მაინც ძვირი დაუჯდათ ეს აჯანყება ისინი უმეტეს სამი თვისა მოაკლდნე ყველა საოჯახო საქმეს, მაგრამ მეორე მხრით ეს შესანიშნავია, რადგან ისინი ხელახლა დარწმუნდნენ თავიანთ ძლიერებაში.
.
როგორც ხედავთ დროებასა და ახალ პოლიტიკურ მდგომარეობას ვერ შესამჩნევი ცვლილება საოსმალო გურულებში: ისინი დარჩნენ უწუნდულად მხნენი, მამაცნი, თავისუფლების მოყვარულნი, თავიანთი ენით და ჩვეულებებით.“
.
1875 წლის აგვისტოში ქობულეთლებმი კვლავ არ დამორჩილნენ ხონთქრის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ქობულეთლები გეცეგოვინაში უნდა წასულიყვნენ საომრად – „გასული აქვისტოს უკანსკნელ რიცხვებში ხონთქრის ფირმანი გამოუცხადა ხალხს, რომლის ძალით ხუთმეტი დღის განმავლობაში რადიფები (შინ გაშვებილი ძველი სალდათები) უნდა შეეკრიბნათ და აჯანყებული გერცეგოვინასა და სხვა სლავიანური ხალხების დასამშვიდებლათ.“
.
ქობულეთლებს ხოთქრის ბძანების შესრულებაზე უარი უთქვამთ – „ჩვენ ძველი ქართველები და სამზღვრის ხალხი ვართო და დღეს ოსმალეთის ხელში დიდის მწუხარედ დაღარიბებული და დაცემული და არა ვართ შეჩვეული ზღვაში და შორი ქვეყნების ჰავის ატანასო.“ ამის შემდეგ კაიმაკამებს და მუდირებს უბრძანეს ხალხი ძალით წაეყვანათ ომში, მაგრამ ქობულეთლებს ოსმალოს ჯარი არ შემოუშვიათ და თოფიც გავარდნილა – „სოფლება ახლოს არ მოუშვეს ჯარი და ზოგან თოფიც გავარდა. შეტაკებაში ერთი კაცი მოკლეს და სამი დასჭრეს. იძულებულნი იყვნე სოფლებიდგან ჯარი უკან დაებრუნებინათ.“
.
ასევე 1875 წლის დორებაში არის ყედირ აღა ჟორდინას პასუხის ხვანთქრის ბრძანებაზე – „რადგან ხვანთქარმა და მისმა მმართებლობამ ძველი ჩვენი გვარეული ოჯახის ღირსება ყოველივე დღეს ჩამოგვართვა და დაგვცა აწ ჩვენი ვალის არ არის, სალდათად გამოვიდეთ და ხრმლით მისთვის ვიბრძოლოთ! მაშინ იყო ჩვენი ვალი, როდესაც სულთან სელიმის დამტკიცებული ძველი ჩვენი საბუთები ახლანდელს მმართებლობას არ შეეშალა, რომელშიც იყო გამოცხადებული, რომ ყველა ახალმა გამაჰმადიანებულმა იმ ჩვეულებით და ღირსებით იმსახურეთო, რაც ჩვეულება ქრისტიანობაში და ქართველ მეფეთაგან მონიჭებული გქონდათო. მხოლოდ ლაშქრად ვალდებული ხართო თქვენის ხალხით მტერზედ საომრათ გამოხვიდეთო. და ამისთვის უფრო ჩვენი მამა-პაპანი დაბრიყვებულან და მაჰმადიანობა მიუღიათ და სულტანებისათვის მრავალი სახლი დაუქცევიათ… ახლა მა გაუბედურებულ ცხოვრებაში სალდათად გავყავართო!“
.
1875 წლის მღელვარების ერთერთი მიზეზი ქალქების მოტაცება და სტამბოლის ჰარამხანაში წაყვანაც გახლდათ – „კაცები მიზამში მივყავართო და ჩვენს ქალებს ჰარემში გავნიან და სტამბოლში ყიდიანო, ასე რომ ჩვენს პროვინციებში ხალხი თან-და-თან აკლდება და თუ ასე გაგრძელდა მალე ჩვენი ქართველობა სრულიად მოისპობაო.“
.
ოსმალოს ჯარში წასვლაზე უარის თქმის გამო 1876 წლის თებერვალში ქობულეთის კაიმაკამს სოფლებისათვის უბრძანებია ყველა სოფელმა ორი კაცი გამოყავით სრული რწმუნებით და ბათუმის სასამართლოში გააგზავნეთო, ამ მოთხოვნაზე სოფლებს: ხინას, ტყემაგარას, ჭახათს, გვარას, ალამბარს და ხუცუბანს უარი უთქვამთ – ჩვენმა ხალხმა თურქული არ იცის და სასამართლოში შეაშინებენ და მოტყუებით ხელს რაზე მოაწერიენებენ არ ვიცითო და მერე ჯარში წავლას გვაიძლებენო.
ასეთ მდგომარეობა იყო ქობულეთში 1877-1878 წლების რუსეთ თურქეთის ომის დაწყების წინ, რამაც შემდეგში გადამწყვეტი როლი ითამაშა ბათუმისათვის ბრძოლაში.
.
– დროება 1873 წელი N9
– დროება 1875 წელი N107
– დროება 1875 წელი N101
– დროება 1875 წელი N114
– დროება 1876 წელი N16
– ფოტო: გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია, ფოტოზე არის გურიის მილიციელები სამხედრო ბანაკის ტერიტორიაზე. არსებობს მოსაზრება, რომ ფოტო გადაღებულია ქობულეთში 1878 წელს თურქების განდევნის შემდეგ, გურული მილიციელების უკან კი ხორუმის მოცეკვავეები არიან ქობულეთლები.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა