ბავშვები და “გურიის რესპუბლიკა”

1902-1906 წლების გურიის მოძრაობა ალბად ყველაზე საინტერესო პერიოდია გურულების თავგადასავალში. ალბათ ამ ამბებიდან კი ყველაზე საინტერესო მაინც „ბავშთა შეკრებებია“, რომლის ჩატარების მიზანი ის გახლდათ, რომ ბავშვები თავიანთი პრობლემების გადაწყვეტას თავადვე ცდილობდნენ და ყველა გადაწყვეტილებას ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით ღებულობდნენ.
.
ერთი ასეთი შეკრება ოზურგეთში 1905 წლის 29 მაისს მომხდარა, გაზეთ „ივერიის“ სტატიის შინაარსიდანაც ჩანს, რომ ეს იმ დროს გურიაში სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა – „ჩვენი დროის დამახასიათებელი ამბავი მოხდა: ერთი კუთხის პატარა, არა უმეტეს 10-14 წლის ბაშვებმა, კრება მოახდინეს თავიანთ „საჭირ-ბოროტო კითხვების“ გამოსარკვევად! კრებას დაესწო 30 ბავშვი.“
.
„პატარა ორატორები“ ამბობდნენ, რომ ჯერ პატარები იყვნენ, მაგრამ – „თუ აქედან არ შევუდექით პატიოსნებას, გონების განვითარებას, გასწორებას და სხვა ამფერებს მერე გვიან იქნებაო“.
.
კრებაში მონაწილება დიდად სასახელო ამბავი ყოფილა, ხოლო თუ კრება გადაწყვეტდა რომ ვინმე არ იმსახურებდა მასზე დასწრებას მას კრების დატოვებას სთხოვდნენ, რაც ძალიან დიდ სირცხვილად ითლებოდა. ამ კრებაზეც ერთ „ეშმაკი“ ბავშვი “ცუდი ენის” კრებიდან დაუთხოვიათ, ატირებულა ეს ბავშვი უთხოვნია – „ძამიებო! ნუ მიზამთ ამას, ნუ დამღუპავთ, ნუ მომჭრით საქვეყნოთ თავს და სიტყვას გაძლევთ, ყველაფერში თანაგრძონასა და მორჩილებას გიცხადებთო.“ კრებას უმსჯელია ამ საკითხზე და შეუცვლია გაძევების გადაწყვეტილება.
.
ბავშვთა კრებას „დიდის მსჯელობის“ შემდეგ დაუდგენია – „ყველა ჩვენგანს ევალება, რომ არავითარი ისეთი არ ჩაიდინოს, რაიც უზნეობას შეადგენს“ მოკლედ დადგენილებით ყველა კრების წევრს ეკისრებოდა შემდეგი ვალდებულებები:
– ცუდი სიტყვებით არავის მიმართოს;
– არ „იეშმაკოს“;
– ამხანაგებს არ წაეჩხუბოს;
– არ შეიგინოს;
– მშობლების გამგონე იყოს;
– არაფერი არ მოიპაროს;
– უთავბოლო თამაშის ნაცვლად წიგნები იკითხონ;
– არავინ გაბედოს ერთი მეორის „ჩასმენა“;
– არავინ გაბედოს რაიმეს გამჟღავნება;
.
კრებამ ასევე დაადგინა, რომ ყველას მონაწილეობა მიეღო გურიის მოძრაობაში ანუ – „„ახლანდელ ამბებში“ დიდებს არ ჩამორჩენ და მათსავით იმოქმედონ.“
.
წერილიდან ასევე ირკვევა, რომ ბავშვებს თავისი „სასამართლო“ ჰქონიათ, რომელიც საქმეს „ამხანაგური სამართლით“ იხილავდა და „სასტიკად დასჯიდა“ დადგენილების დამრღვევს, ეს სისასტიკე ანუ ყველაზე დიდი სასჯელი კი „ბოიკოტი“ გახლდათ. შემდეგ ყველას პირობა დაუდია, რომ ამ „დადგენილებას“ შეასრულებდა და კრებაც დაუხურავთ.
.
მომზადებულია გაზეთ „ივერიის“ 1905 წლის #89 ნომერში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით.
შეიძლება იყოს 2 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „r. 6aTymb. Batum. KaBKa3cKe Tиnbl: rypийubl Kaukasische Typen: Gurier“ გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share