მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მე მაინც მგონია, რომ სიყვარული ორი წუთისაა – პირველი წუთი შეხვედრას ეკუთვნის და მეორე – განშორებას. მანდ, მაგ ორი წუთისას არის სიყვარული ნამდვილი და ზუსტი, დანარჩენი სულ სხვა ამბავია – განა უინტერესო ან უმნიშვნელო, მაგრამ სხვა. მანდ, მაგ წუთებში ამოდის გული ყელში და შეიძლება უფრო ზევითაც და გრძნობ, საკუთარი გულით როგორ გერევა გული – ჰო, ასე უხეშად და ანატომიურად, მაგრამ ასეა და რბილი მეტაფორა არ მოუხდებდა ამ ამბავს“ – წერს კეკელიძე.