” ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას მოუწევს მასზე დაკისრებული გირაოს გადახდა. მისივე თქმით, ოპოზიციონერმა ლიდერმა 2019 წლის 20 ივნისს დანაშაული ჩაიდინა, რაზეც პასუხი უნდა აგოს.
„მას მოუწევს გირაოს გადახდა. ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ის არ გადაიხდის, თუმცა ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ასეთი სცენები და დარწმუნებული ვარ, გირაოს გადახდა მოხდება. შეიძლება პირდაპირ მისი მხრიდან არა, მაგრამ მოხდება. თავის თავზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ თუ შევა ციხეში. არც მე და არც ჩემს თანაგუნდელებს არავის დაჭერა არ უხარია. როცა დანაშაული გაქვს და ასეთი მძიმე, გვახსოვს, როგორ მოწოდებები კეთდებოდა და ხელმძღვანელობდა ის პარლამენტში შეჭრას, თუმცა შემდეგ გაიპარა და ახალგაზრდები შეატოვა პოლიციას პირისპირ. ცუდი იყო ის, რაც მოხდა და იმედია, არასდროს განმეორდება”, – აცხადებს კალაძე.