დეკაბრისტული მოძრაობის წევრი, გენერალ-ლეიტენანტი, ცნობილი პოლიკოსი და საზოგადო მოღვვაწე ალქესანდრე მურავიოვი თავის წიგნში „საქართველო და სომხეთი“ საუბრობს საქართველოში არსებულ მონასტრებზე, მათ შორის იკვლევს იოანე ოქროპირის გარდაცვალების და დასაფლავების ადგილს, იგი წერს:
.
„სად მდებარეობს ქალაქი კომანი ოქროპირის გარდაცვალების ადგილი, რომელიც უნდა მდებარეობდეს სამი თვის სავალზე მცირე სომხეთში მდებარე არაბისიდან? – ქალაქი ასეთი დასახლებით ძველ რუკებზე აღნიშნულია ტრაპიზონის სამხრეთ-დასავლეთით, ამასიისა და ტოკატის შუა, მდინარე ირისზე (ახლანდელი ტოკატ-სუ). ძალიან შესაძლებელია, რომ ისავრიელებისაგან მომდინარე საფრთხეს იგი აიძულებინა შემოევლო ტრაპიზონისათვის, რათა შემდეგში გაჰყოლოდა ბერძნული კოლონიებით დასახლებულ ზღვის სანაპიროს, ან ზღვით გაეცურა პიფიუნტში.
.
სხვათაშორის გურული თავდებისაგან გამიგონია, რომ მათი ქვეყნის ერთერთ სავანეში, დღემდე არსებობს ოქროპირის საფლავი, კერძოდ იმ მონასტერში, რომელიც მდებარეობს მათი მთავარი ქალაქის ოზურგეთის მახლობლად, იქ სადაც არის საეპისკოპოსო კათედრა. მე ვთხოვე საქართველოს ეგზარქოსს წერილობითი შეკითხვა გაეგზავნა ამის შესახებ მისი უწმინდესობა ექვთიმესათვის, რომლის გამოხმაურებით არც შემოქმედის და არც ჯუმათის მონასტრში, რომელიც უფრო ახლოსაა ზღვასთან არ არის ოქროპირის საფლავი, თუ რა თქმა უნდა მისი პასუხი სიმართლეს შეეფერება.“ (მურავიოვი)
.
ბიზანტიის იმპერატორის ბრძანებით იოანე ოქროპირი გადაასახლეს პიტიუნტში (ბიჭვინთა), თუმცა ბიზანტიური წყაროების მიხედვით იგი გარდაიცვალა გზაში პონტოს ქალაქ კომენში (დღევანდელი თურქეთი) და იქვე მოხდა მის დასაფლავება, შემდეგში კი მისი ნაწილები გადაიტანეს კონსტანტინოპოლში. მეორე ვერსიით იგი გარდაიცვალა ბიჭვინთანთან ახლოს სოფელ კომენში. მის გარდაცვალების და დასაფლავების ადგილის სადავოობის გამო იკვლევდა სწორედ ამ საკითხს მურავიოვი, რომელსაც როგორც მისვე თხზულებიდან ჩანს ეჭვი ეპარება ეგზარხოსის მიერ გამოკვლეული ამბის სისწორეში.
.
წყარო – Алекса́ндр Никола́евич Муравьёв – Грузія и Арменія 1848 г.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა