1908 წელს ლუკა ჩხატიშვილის მეთაურობით ამერიკისაკენ გამეგზავრა გურულ ცხენოსანთა გუნდი, მათ შორის გახლდათ ქრისტინე ცინცაძე, რომელზეც ამირან ცამციშვილი წერს შემდეგს:
.
„ქრისტინემ ბავშვობა დაბა ლანჩხუთში გაატარა. პატარაობიდანვე ცქვიტი და მოუსვენარი სულ იმის ფიქრში იყო, რომ რაიმე მოემიზეზებინა და ახლო-მახლო სოფლებში ნათესავების მოენახულებლად ცხენით წასულიყო.“
.
“ცხოველ ინტერესს იმასაურებდა ქრისტინე ცინცაძეც, რომლის მომცრო ტანი კოხტად ირხეოდა უნაგირზე. შნოსა და ლაზათთან ერთად იგი მაყურებელთა ყუდარღებას იპყრობდა თავისი მხედრული გაწაფულობითა და საოცარი გამბედაობით.
.
ერთ-ერთი ჯირითის დროს მას ცხენი წაექცა, ყბა დაჰკრა მიწას და კბილები ჩაემტვრა, მაგრამ უმალ წამოიჭრა, მოევლო ცხენს და განაგრძო ჭენება. ვაჟკაცური საქციელისათვის მხედარი ქალი ძვირფასი კაბა-სამოსით, ფეხსაცმელით, ბეჭდითა და ოქროს საათით დააჯილდოვეს. ოთხი წლის განმავლობაში ქრისტინე სამჯერ ჩამოაგდო მისმა საყვარელმა ცხენმა „ნალიმ“ და ხელფეხი მოსტეხა, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ ჯიუტად განაგრძობდა ჯირითს ნიუ-იორკსა, ჩიკაგოსა და ცინცინატში.
.
ქრისტინე ბრწყინვალედ ასრულებდა გაჭენებულ ცხენზე დგომს ხმლითა და რევოლვერით ხელში, მაკრატელას, მხარყირას, „ცალი ფეხით გადმორებას“, დაკიდებას და სხვ. აღსანიშნავია, რომ ქრისტინეს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ამერიკელ ცხენოსან ქალებთან – რინასთან და მეგრისთან. ინტერესმოკლებული არ არის ისიც, რომ მისი მოტაცება რამდენიმეჯერ სცადეს ამერიკელმა მხედრებმა, მაგრამ უშედეგოდ. 1912 წელს მარო (კვიტაიშვილი-ზაქარეიშვილისა) და ქრისტინე დანარჩენ ცხენოსნებთან ერთად სამშობლოში დაბრუნდნენ.“
.
ამირან ცამციშვილის „უცხოეთის იპოდრომებზე“ 1959 წელი (ფრაგმენტები)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა