რატომ გაქრა ბუდუ ზივზივაძის ვიდეო ყველა ფბ გვერდიდან? – ფეხბურთელის განმარტება

ბუდუ ზივზივაძის ვიდეოს, სადაც მან რუსეთი დაგმო ტროლ-ბოტები კომენტარებში უტევენ.

კომენტარებში ფეხბურთელი ტროლ-ბოტებს შემდეგნაირად გამოეხმაურა:”ვემზადები ევროპისთვის და ზედმეტი აჟიოტაჟი არ მჭირდება”.

ვიდეოში, რომელიც ყველა ფბდან გაქრა, ბუდუ ზივზივაძე შემდეგს ამბობდა.

„გამოვხატე [აზრი] იმიტომ, რომ ეგრე მიმაჩნდა სწორად. მითუმეტეს, როცა ხედავ, ხალხი ასე იჩაგრება. ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს… რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა.

ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც არ უნდა პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდე წიხლებით არ უნდა ურტყამდე. ზუსტად ეგ იყო ჩემს სტატუსში, რაც დავწერე, მით უმეტეს ახალგაზრდები დგანან“ — თქვა ბუდუ ზივზივაძემ „ჯაფარას პოტკასტში“– თქვა ზივზივაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share