ოზურგეთის ტექნოპარკში 7 დეკემბრიდან პროგრამირების სამოყვარულო კლუბი ფუნქციონირებს.
30 დაინტერესებული პირიდან, ამჟამად 15 ადამიანია კლუბში გაწევრიანებული, რომლებმაც ტექნოპარკის სტაჟიორის, გიორგი კალანდაძის დახმარებით გაიარეს HTML და აქტიურად გადიან CSS- ის საფუძვლებს.
კლუბის ფარგლებში, წევრები სისტემატურად დადიან ოზურგეთის ტექნოპარკში და იყენებენ ტექნოპარკის რესურსსა და სივრცეს.