გონს მოეგეთ, ქვეყანას ღუპავენ, გღუპავენ თქვენ და თქვენს შვილებს, ჩამოშორდით ივანიშვილს და “ოცნებას” – გვარამია

“გონს მოეგეთ, ქვეყანას ღუპავენ, გღუპავენ თქვენ და თქვენს შვილებს… ჩამოშორდით ივანიშვილს და “ოცნებას”, – ასე მიმართავს პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია “ქართული ოცნების” წევრებს. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში  განაცხადა.

“აშშ-ის მიერ პარტიის და პოლიტიკური ჯგუფის დასანქცირება, რაც მე მახსენედება, ეს არის ჰამასი… “ქართულ ოცნებას” ვულოცავ, რომ ჰამასის კატეგორიაში გადავიდა. დასანქცირდნენ ისინი ვინც არბევენ მიტინგებს ის ვინც ქართულ დემოკრატიას და ზოგადად დემოკრატიის პრინციპებს არღვევს. [ძალოვანებიც] მათ შორის ხარებაა ერთ-ერთი, როგორც სიმბოლური ფიგურა.

მე მინდა “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ “მთავარი არხის” ეთერიდან ვუთხრა რომ ძალიან ცოტა დრო არის და გონს მოეგეთ. წადით იქიდან, სადაც ღუპავენ ქვეყანას, სადაც გღუპავენ თქვენ პერსონალურად, თქვენს შვილებს და მომავალ თაობებს. წადით, გაეცალეთ, დრო ჯერ კიდევ არის. ჩამოშორდით ივანიშვილს და “ოცნებას”, – განაცახდა ნიკა გვარამიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share