ოზურგეთში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დღეს ანსამბლ “ქართული ხმების” კონცერტი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ლიტერატურულ – მუსიკალური კომპოზიცია “წუთისოფელი”.
ფოლკლორის ცენტრში გამართულ ღონისძიებას მოწვეული სტუმრები, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.