„რაც შეეხება სანქციებს, მე ძალიან გავურბივარ ამ საკითხზე საუბარს, იმიტომ, რომ პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებული ვარ. ჩვენი ჯგუფი დასაქმებით არის დაკავებული, 2000-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.
ჩხარტიშვილი აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო ტურბულენტურ ზონაში მოექცა და დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება.
„რაც შეეხება სანქციებს, მე ძალიან გავურბივარ ამ საკითხზე საუბარს, იმიტომ, რომ პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებული ვარ. ჩვენი ჯგუფი დასაქმებით არის დაკავებული, 2000-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს, ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ძალიან ბევრ ქველმოქმედებას ვეწევით და გავაგრძელებთ ამას. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი დამშვიდდება. ცოტა ტურბულენტურ ზონაში მოექცა საქართველო და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება.
რაც შეეხება სანქციებს, კონგრესში განვითარებულ მოვლენებს, მე არ ვყვები ხოლმე ისტორიებს, მაგრამ ერთ ადამიანს მოვკარი თვალი კონგრესში – შალვა ნათელაშვილს. საერთაშორისო ტენდერი ან გამოკითხვა რომ გამოვაცხადოთ პოლიტიკურ თაღლითზე ან პოლიტიკურად კორუმპირებულ ადამიანზე, ან ისეთ პიროვნებაზე, როგორიც ბატონი შალვაა, მგონი პირველ ადგილს აიღებს მსოფლიო მასშტაბით.
სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები, რომლებიც ჯაშუშის რანგში ემსახურებიან ქვეყანას და მოღალატეობრივი ფორმით ექცევიან თავის სამშობლოს, ძალიან მძიმე საყურებელია. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანებზე დაყრდნობით რომელიმე ასეთი მაღალი რანგის სტრუქტურა იღებს რაიმე სახის გადაწყვეტილებას. მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება“ – აღნიშნა ვანო ჩხარტიშვილმა.