პირველად-პუტინის მთავარი “სიამაყე”, რუსული მე-5 თაობის Су-57-იც აფეთქებულია!

თავად რუსი სამხედრო პროპაგანდისტებიც აღიარებენ, რომ 8 ივნისს უკრაინელების საჰაერო დარტყმების შედეგად დაზიანებული იქნა რუსეთის შეიარაღებული ძალების „სიამაყე“- მე-5 თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი Су-57-ი…

ასეთი აღიარების გაკეთება რუსულ მხარეს მას შემდეგ მოუწია, რაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 929-ესახელმწიფო საფრენოსნო-საგამოცდო ცენტრის ბაზაზე, ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომზე არანაკლებ ორი უკრაინული კამიკაძე-დრონის ზუსტი საჰაერო შეტევისСу-57-ი ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის დაზიანების შესახებ და ამის დამადასტურებული ორი თანამგზავრული ფოტოც დადო-თავდასხმამდე და თავდასხმის შემდეგ…ეს თანამგზავრული ფოტოები შეიძლება არ გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მაგრამ სპეციალიტებს მათი დეშიფრირებისას არ უნდა გაუჭირდეთ იმის გარჩევა, რომ 7ივნისის ფოტოსგან განსხვავებით, 8 ივნისის ფოტოზე კარგად მოჩანს აეროდრომზე მდგარი რუსული Су-57-იდან ხუთიოდე მეტრში მომხდარი ორი აფეთქების, ასევე ხანძრის კვალიც-ასეთი ახლო აფეთქებების შედეგად თანამედროვე საფრენი აპარატის კომპოზიციური მასალისგან დამზადებული ფიუზელაჟი და ფრთა სერიოზულ დაზიანებებს მიიღებდნენ და დიდი ალბათობით ეს, რუსეთისთვის უახლესი საბრძოლო თვითმფრინავი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია, აღდგენას აღარ დაექვემდებარება…

Су-57-ი რუსეთისთვის და პირადად პრეზიდენტ პუტინისთვის სახელმწიფო დონის პიარის მთავარი შემადგენელი ნაწილი გახლდათ ბოლო 15 წლის განმავლობაში, „ზეტანკ“ „არმატასთან“ ერთად, რითაც კრემლი ცდილობდა დაენახვებინა მსოფლიოსთვის, რომ თითქოს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომლექსი არ ჩამორჩა ამერიკელებს და შექმნა მე-5 თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რომელსაც ძალუძს სათანადო საბრძოლო პაექრობა გაუწიოს კარგად ცნობილ F-22A Raptor-ებსა და F-35 Lightning II-ს…

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share