ერკეთის მონასტრის ფრესკების აღწერა

ერკეთის მონასტრის ფრესკების აღწერა
.
1898 წელს მხატვარ ალექსანდრე ეისნერის მიერ გადაწერილი იქნა გურიის ეკლესია-მონასტრების ფრესკების ასლები, მასალა გამოქვეყნებულია 1901 წელს. თანდართული ფრესკების ფერადი ასლები ამოღებულია რუსული მუზეუმების არქივებიდან.
.
„დეკანოზ მგალობლიშვილის ძალისხმევით იგი სამაგალითოდაა შენარჩუნებული. ფრესკები თითქმის ხელუხლებელია, წარწერები ნაწილობრივ წაშლილია. შედარებით კარგად არის შემონახული ფრესკა, ალბათ იმავე ეპისკოპოს მაქსიმესი (გეგიძე), რომელიც მოხსენიებულია შემოქმედის მონასტრის კარიბჭის წარწერაში; მიუხედავად იმისა, რომ ფრესკაზე წარწერა შემონახულია, სამწუხაროდ მისი წაკითხვა ვერ მოხერხდა.
.
ფრესკები: „ქრისტეს დაკრძალვა“, „ქრისტეს მიერ კურთხეული მთავარანგელოზები“, „წმ. იაკობი“ (იაკობი), ოთხი წმიდანი, ხელთუქმნელი მაცხოვარი, ეპისკოპოსი სერაფიმე, ჩემს მიერ გადაწერილი; ასევე გადავწერე წინასწარმეტყველ „იონას“ ფრესკა, ორნამენტის დასაწყისი ეკლესიის მამებთან (ჩრდილოეთ კედელზე, სურ.), ორნამენტების ვარიანტები.
.
ეს ყველაფერი თავად ეკლესიაშია. მასზე მიდგმულია თითქმის ნანგრევებად ქცეული მინაშენი, რომლსაც კარები არა აქვთ, იმის მიხდვით რაც მე მინაშენის დანგრეულ კედელზე ვნახე იგი უფრო ძველი და მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ნანგრევების ჩრდილოთ კედელზე არის ძალიან დიდი ფრესკა „ევქარისტია“. მაცხოვრის თავი და ხელი შემონახულია, ხელში უკავია პური (ცხეული) და ფრესკა ჩრდილოეთისაკენაა მიმართული.
.
მაცხოვრის თავი დიდია და ისე დაბლა მდებარეობს მიწის ამჟამინდელი ფენისგან, რომ მისი დონიდან გამოთვლით ფიგურა მიწამდე მხოლოდ მუხლებს ქვემოთ თუ იქნება. ეს ფრესკა იმდენადაა გაჟღენთილი ნესტით, რომ მასზე ყოველწუთიერი წყლის მისხმა იყო საჭიროგამოსახულების გასარჩევად.
.
ჩრდილოეთ კედელზე არის ახალგაზრდა გურიელების ან ერისთავების ფრესკა (ერკეთი ერსითვების საგვარეულო საძვალეა) – წარწერა წაშლილია; სამხრეთ კედელზე – არის ძალიან დიდი მთავარანგელოზის ფრესკა, რომელიც მთელს კედელს ფარავს, მაგრამ იმდენად ფერმკრთალია, რომ მისი გადაწერა შეუძლებელი იყო და გარდა ამისა, ჭიებს ჰქონდათ დაზიანებული. აკლა ამ ნანაგრევებში კრძალევენს თავადთა ახალშობილებს.
.
მთავარ დარბაზში არის ქვის კანკელი, რომლის მსგავსი პირველად ვნახე: იგი ორნამენტებითაა მოხატული, კარნიზის თავი შემკულია 6 წმინდანის მედალიონითა და გრძელი წარწერით, რომლის მიხედვითაც ეს მონასტერი აშენდა 1044 წელს.“
.
ЖурналЖ Искусство и художественная промышленность (№ 7; 01.04.1901) А. П. Эйсснер – Храмы Гуріи (Западное Закавказье, Озуртетскій уѣздъ), ихъ современное состояніе и уцѣлѣвшія фрески.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share