1907 წელი – არჩევნები, ლანჩხუთი, გურიანთა, „სოცდეკები“, „ჭეშმარიტ ქართველთა“ კავშირი და ხულიგნები

როგორც ცნობილია 1905-1906 წლების გურიის აჯანყება დიდი სისატიკით ჩაახშო რუსეთის იმპერიამ, კაზაკებმა გადაწყვეს და გაძარცვეს მთელი გურია, დააპატიმრეს გურიის აჯანყების მოთავე სოციალდემოკრატთა დიდი ნაწილი, საინტერესოა რა ხდებოდა ამის შემდეგ გურიაში, სადაც ერთი შეხედვით სიტყვა „სოციალდემოკრატის“ ხსენებაც არ უნდა ყოფილიყო.
.
დიდი „ბუნტის“ შემდეგ 1907 წელს რუსეთის მეორე დუმის (პირველი დუმა დაიშალა) არჩევნები გაიმართა და აადგილობრივი მმართველობის ხელახალი ფორმირებაც დაიწყო, ყველანი ფიქრობდნენ, რომ გურულები არჩევნებში პასიურობას გამოიჩენდნენ, ყოველ შემთხვევაში დარწმუნებულნი იყვნენ რომ სოციალდემოკრატები ხმას ვერ მიიღებდნენ – „საარჩევნო კამპანიას უსულ-გულოთ ეკიდება ეკიდება გურიის განაწამები გლეხკაცობა“.
.
ამასთანავე რაც მნიშვნელოვანია გურიაში შექმნილა „ჭეშმარიტ ქართველთა კავშირი“ რომელიც შედგებოდნენ ე.წ. რეაციონერებისაგან, ემხრობდნენ რუსეთის იმპერიას და ებრძოდნენ იმპერიის საწინააღმდეგო ნებისმიერ ქმედებას – „მხურვალე მონაწილების მიღებას აპირებენ „ჭეშმარიტ ქართველთა“ წევრები – პატივცემულნი ოზურგეთის რაინდები, მთელი სამაზრო ხულიგანთა კორპორაციის დახმარებით. გაიგზავნებიან საარჩევნო ბრძლისათვის საგანგებო კომისიები ლანჩხუთში და ჩოხატაურში, რომლებსაც სარდლობას გაუწევენ ადგილობრივი ბოქაულები.“
.
ანუ 1907 წლის არჩევნებისათვის გურიაში მოსახლეობა გახლდათ უმძიმესი რეპრესიების ქვეშ, ამასთანავე ე.წ. „ჭეშმარიტ ქართველთა“ კავშირი, ხულიგნები და რაც მთავარია საარჩევნო კომისიები იყო პოლიციის კონტროლის ქვეშ, ამასთანავე ოზურგეთის სამღვდელოებამ მიიღო იმპერიის მხარდამჭერი რეზოლუცია – „გასულ არჩევნებში თუ თავისუფლად შეეძლო სხვადასხვა პარტიას თავიანთ სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმის გამოქვეყნება და მის სასარგებლოდ აგიტაციის გაწევა, წელს ნურას უკაცდარავათ, სიტყვას „სოციალდემოკრატიას“ ვერც კი გაბედავდი, ან სულ ვინ მიგიშვებდა ამომრჩევლებთან თუ ოცდა-ხუთი წლის არ ხარ და სახაზინო გადასახადს არ იხდი, თუ არ ხარ აზნაურ-თავადი, ან ხუცესი.“
.
1907 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გაზეთ „ჩვენი გზაში“ გამოქვეყნებული სტატიების ავტორი დასწრებია ლანჩხუთის საპოლციო უბანში შემვალი სოფლების საზოგადოების არჩევნებს, სადაც 15 წარმომადგენელი უნდა არჩეულიყო, ავტორი ასე აღწერს არჩევნების დასრულების შემდეგ საარჩევნო უბანში დატრიალებულ ამბავს:
.
„საღამოს ოთხი საათი იქნებოდა, ზალაში ერთი ალიაქოთი ატყდა. კანდიდატებს ასახელებდნენ. როგორც მოვიხსენიეთ ამ უჩასტკის მიწერილი იყვენ წვრილი და მსხვილი მიწათმფლობელები, თავად-აზნაურები და ხუცები; ამათში დატრიალდა ინტერესთა წინააღმდეგობა, რომელიც კინაღამ ხელჩართულ ომად გადაიქცა.“ საქმე იმაში გახლდათ, რომ თხუთმეტივე არჩეული პირი ლანჩხხუთელი სოციალდემოკრატი გალხდათ, რამაც მთლად გადარია – „დარბაზის მარჯვენა მხრიდან ატყდა ერთი ღრიალი: „იქ ყველა ლანჩხუთლებიაო“! ეს გახლდა მკითხველო, ჯგუფი ჩიბათის წარჩინებულ აზნაურებისა, რომელნიც ჭირის ოფლში იწურებოდნენ რათა „ჭეშმარიტი ქართველნი“ გაეყვანათ კანდიდატებად.“
.
სოციალდემოკრატებს არჩვნები ასევე მოუგიათ გურიანთის საპოლიციო უბანში შემოვალ საზოგადოებაში – „კაცი მოვიდა გურიანთის საპოლიციო ნაწილიდან, სამაზრო არჩევნები იქაც დამთავრებულა სოციალდემოკრატების ბრწყინვალე გამარჯვებით.“
.
გაზეთი „ჩვენი გზა“ 1907 წელი #8 და #11
შეიძლება იყოს შავ-თეთრი გამოსახულება ერთი ან მეტი ადამიანი, ბრბო და ტექსტი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share